ბართლომესთვის დიდება საკმარისი არ არის,მას ძალაუფლება სჭირდება, – ფილარეტი

14 April 2021 00:51
38
ლიკვიდირებული უმე(კ)-ს მეთაური ფილარეტ დენისენკო. ფოტო: скриншот видео youtube-канала Украина 24. ლიკვიდირებული უმე(კ)-ს მეთაური ფილარეტ დენისენკო. ფოტო: скриншот видео youtube-канала Украина 24.

უმე(კ)-ს მეთაური თვლის ,რომ ტომოსში მეუ-ს საქმიანობის აკრძალვა უკრაინის საზღვარს გარეთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ძალაუფლებისკენ სწრაფვის მტკიცებულებად გამოდგება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე მართმადიდებლობაში პირველობით ვერ დაკმაყოფილდება, მას სურს რეალური ძალაუფლება, განაცხადა «უკრაინა 24» ეთერში უმე(კ)-ს ლიდერმა ფილარეტ დენისენკომ.

საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად ფილარეტ დენისენკომ ფანარიონის მიერ გაცემული მეუ-ს ტომოსი მოიშველია. მასში აკრძალულია რელიგიური ორგანიზაციის უფლებები მხოლოდ უკრაინის საზღვარს გარეთ, ხოლო ევროპისა და ამერიკის დიასპორა, ამ გზით, პატრიარქ ბართლომეს უნდა დამორჩილებოდა. «ტომოსი უკრაინის ეკლესიის სასარგებლოდ არ არის, რადგანაც ზღუდავს მის უფლებებს საზღვარგარეთ, – თქვა უმე(კ)-ს მეთაურმა. – ამიტომაც დასახელება აქვთ არა უმე, არამედ მეუ, მაშასადამე, თქვენ უფლებამოსილება გაქვთ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე,  ხოლო უკრაინის საზღვარს გარეთ უკრაინელი ხალხი არ არის თქვენი ზეგავლენის ქვეშ, არამედ ემორჩილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს,ტომოსში ამაზეა საუბარი».

ფილარეტი თვლის, რომ უკრაინის დიასპორა არ არის მზად დაემორჩილოს ფანარიონს და ამიტომაც თავის მეთაურად არ მიიჩნევს სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს, და რჩება კიევის საპატრიარქოს მფლობელობაში. «უკრაინის დიასპორას არ სურს დაექვემდებაროს კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს, ხოლო ეპიფანე, ტომოსის მიხედვით, არ არის უფლებამოსილი თავის ეკლესიაში მიიღოს უკრაინის დიასპორა , – განაცხადა უმე(კ)-ს მეთაურმა. – ამიტომაც ისინი მიეკუთვნებიან კიევის საპატრიარქოს ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიასა და ლათინურ ამერიკაში».

როგორც იტყობინებოდა მჟკ, ფილარეტმა განაცხადა, რომ უმე-ს «იერარქები» ეპიფანეს მიმართ «არაპოზიტიურად» არიან განწყობილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ