მეუ-ს ,,იერარქები’’ ეპიფანეს მიმართ არაპოზიტიურად არიან განწყობილი-ფილარეტი
უმე(კ)-ს ლიდერი ყვებოდა მეუ-ს ,,საეპისკოპოსოსა’’ და სერგეი დუმენკოს ურთიერთობაზე, რომელიც ამჟამად სატელეფონო საუბარზეც კი უარს აცხადებს თავის მენტორთან.
მეუ-ს ,,საეპისკოპოსო’’ თავის მეთაურის სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს მიმართ ,,არაპოზიტიურად’’ არის განწყობილი იმდენად, რამდენადაც იცის ყველა მისი სისუსტე, განაცხადა ტელეარხ «უკრაინა 24» ეთერში ლიკვიდირებული უმე(კ)-ს ლიდერმა ეპიფანე დუმენკომ.
ფილარეტის სიტყვებით, მხოლოდ და მხოლოდ მისი თანხმობითა და მხარდაჭერით გახდა დუმენკო მეუ-ს ლიდერი. «მე რომ მისთვის მხარი არ დამეჭირა, ის არ გახდებოდა "ხელმძღვანელი", რადგანაც "საეპისკოპოსო" მის მიმართ არაპოზოტიურად არის განწყობილი, მათ იციან თითოეული ჩვენთაგანის სისუსტე, – განაცხადა უმე(კ)-ს ლიდერმა. – კერძოდ რომელი? არ ვაპირებ ამის თქმას».
მან მოყვა, რომ სურდა დუმენკოსთან სატელეფონო კომუნიკაცია, მაგრამ ის ყველანაირად თავს არიდებს ურთიერთობას. ფილარეტი თვლის ,რომ მეუ-ს ხელმძღვანელი, ,,საეპისკოპოსო’’ და ,,მღვდელმსახურები’’ მისი მადლიერი უნდა იყვნენ, რამდენადაც მის მიერ გახსნილი აკადემიის გარეშე განათლებას ვერ მიიღებდნენ. «თითოეული მათგანი ჩემი მადლიერი უნდა იყოს, რომ მე ისინი ავღზარდე და მივეცი შესაძლებლობა გამხდარიყვნენ "ეპისკოპოსები", "მღვდელმსახურები" და "მეთაურები" როგორც ეპიფანე, – განაცხადა უმე(კ)-ს ლიდერმა. – მაგრამ მას მერე, რაც მე გამოვედი მეუ-ს შემადგენლობიდან, ჩვენს შორის არანაირი შეხვედრა არ ყოფილა და არც სატელეფონო საუბარი. მე მინდოდა მისთვის ამეხსნა სიტუაცია, მაგრამ მას არ სურს ჩემი დანახვა, მოსმენა. სამწუხაროა».
როგორც მჟკ იტყობინებოდა, მეუ-ში ფილარეტს ეჯიბრებიან აშშ-ს მრევლის გამო.