ეკუმენისტურ შეკრებაზე ბართლომე ქრისტესადმი არ ლოცულობდა, - ათონელი ბერი

14 April 2021 00:20
39
ფანარის მეთაური ანთებს კანდელს ეკუმენისტური პარაკლისის დროს. ფოტო: скриншот YouTube-канала Vatican News ფანარის მეთაური ანთებს კანდელს ეკუმენისტური პარაკლისის დროს. ფოტო: скриншот YouTube-канала Vatican News

ბერმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ქრისტეს ჭეშმარიტმა მოძღვარმა  ყველა ხალხი მართალ  რწმენას უნდა აზიაროს და არ მონაწილეობდეს „ახალი ერის“ ღრეობებში.

ბერმა ნიკოლოზმა, რომელიც მოღვაწეობს ათონზე  წმინდა დიმიტრი ტრიგონასის გაერთიანებაში, განაცხადა, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს პაპ ფრანცისკეს მიერ რომში ორგანიზებული ეკუმენისტური ლოცვის დროს „მშვიდობა მთელ მსოფლიოში“, პატრიარქი ბართლომე ქრისტესადმი არ ლოცულობდა, იუწყება გამომაცემლობა «Оrthodoxos Тypos».

მან გაიხსენა, რომ წმინდა პაისი მთაწმინდელი ლოცვით შეკრებებს ერეტიკოსებთან ერთად „ეშმაკის ნაფლეთებს“ უწოდებდა: „ესეც სწორია: ჭეშმარიტ  მშვიდობას მხოლოდ შეწირული  ცხვარი გვანიჭებს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ჩვენ, ცოდვილების, გადასაჩენად ტანჯვა იტვირთა და არა ხალხი, ვინც რწმენაზე ქილიკობს“.

ბერმა ხაზი გაუსვა, რომ პაპი ფრანცისკე „ქადაგებს, რომ ჰომოსექსუალიზმი კანონით უნდა იყოს დაცული“, ეკუმენისტური ლოცვის მეორე მონაწილე „ელოდება საკუთარ მესია-ანტიქრისტეს“, „რაც შეეხება ამ ცერემონიის სხვა მონაწილეებს, ისინი თაყვანს სცემენ კერპებს, ცხოველებსა და მზეს და ღმერთებად აღიარებენ მათ“.

„ამის შემდეგ ისმის კითხვა: რომელ „ღმერთს“ დაუნთო სანთელი სასანთლეზე ამ შეკრების, რელიგიის ნაფლეთის, მონაწილემ, ჩვენმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ? ნებისმიერ შემთხვევაში - არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, რადგან ქრისტე თავის მწყემსებს მოუწოდებს გაემგავრნონ და მართალი რწმენა უქადაგონ ყველა ხალხს: „წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მთ. 28, 19), და არა მონაწილეობა მიიღონ „ახალი ერის“ ღრეობაში“, - დაასკვნა ათონელმა ბერმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ეკუმენისტურ ლოცვაში რომის კათოლიკური ეკლესიისა და ფანარის მეთაურებთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ