მეუ-ს სპიკერმა ,,გადასვლის’’ახალი ტალღა დააანონსა
ზორია თვლის, რომ მეუ-ში ,,გადასვლის’’ პროცესი შეჩერდა უმე-ს გამო,რადგან ,,მან ხმაური ატეხა მასმედიაში’’.
მეუ-ს «იერარქმა» ივან (ევსტრატი) ზორიამ ინტერვიუ მისცა პროფანარულ ინგლისურენოვან გამომცემლობას OrthodoxTimes, სადაც დააანონსა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიიდან ,,გადასვლის’’ ახალი ტალღა მეუ-ში.
«რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია ქმნის წინაღობას ყველგან, სადაც ეთანხმებიან ტომოსს, ყველა ეტაპზე – მრევლის კრების გამოცხადებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე,– განაცხადა მეუ-ს სპიკერმა. – ისინი ზეწოლას ახდენენ ეკლესიის მსახურებზე, მუქარით, მოსყიდვით, კომუნიკაციური ომით. ისინი ცდილობენ მასმედიაში ხმაური გამოიწვიონ, რათა დააშინონ უკრაინის ეკლესიასთან გაერთიანების მსურველები».
თუმცაღა, მეუ-ში ,,გადასვლის’’ პროცესი, მისი თქმით დიდი ხანია მიმდინარეობს, მიუხედავად ,,მცირედი დაგვიანებისა’’. და ამჟამად, დაამატა ზორიამ, «იგეგმება გადასვლის ახალი ტალღა, რომლებიც მზად არიან აღიარონ ავტოკეფალიის ტომოსი. და ეს პროცესი მოახლოებულია».
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ უკრაინაში უმე-ს მრევლი უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე მეუ-ს მრევლი, ზორიას პასუხი ასეთი იყო, «არის ბევრი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში არ მუშაობს, ან ყავს ძალიან ცოტა მრევლი». საკუთარი სტრუქტურის ზეგავლენის დასამტკიცებლად ზორიამ უმე-ს მრევლის შესახებ თანამოსაუბრეს მცდარი სტატისტიკა მოუყვანა მაგალითად 11000 (რეალურად 12500 – რედ.).
შეგახსენებთ, ადრე ზორიამ განაცხადა, რომ მასთან უფრო მეტი მრევლი დადის, ვიდრე უწმინდეს მიტროპოლიტ ონუფრესთან, ასევე ჯვრით მსვლელობას უწოდა «უკრაინაში მშვიდობის დარღვევა».