მჟკ-ს მკითხველებს არ სჯერათ, რომ ზელენსკი შეწყვეტს უმე-ზე ზეწოლის პრაქტიკას

13 April 2021 23:15
18
ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: strana.ua ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: strana.ua

მჟკ-ის გამოკითხვაში, რომელიც ეხება  უკრაინის პრეზიდენტის შესაძლო რეაქციას მისთვის გადაცემულ მილიონ ხელმოწერაზე ეკლესიის დასაცავად, მონაწილეობა მიიღო 1318 ადამიანმა.

„მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ მკითხველების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ჯერა, რომ ვლადიმერ ზელენსკი დაიწყებს მუშაობას იმ კანონების გაუქმებაზე, რომლებიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტზე.

მკითხველებს შესთავაზეს უპასუხონ კითხვას, რა რეაქცია ექნება ზელენსკის მილიონი მორწმუნის მიმართვაზე.

ორშაბათის მონაცემებით, 12 აპრილის, გამოკითხვის 1318 მონაწილიდან მხოლოდ 6% თვლის, რომ ზელენსკი დაიწყებს მუშაობას ანტიეკლესიური კანონების გაუქმებაზე.

სხვა ხმები პრაქტიკულად თანაბრად გაიყო ვარიანტებს შორის: „გააგრძელებს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლას“ (49%) და „ვერ შეამჩნევს მიმართვას“ (45%).

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 აპრილს მორწმუნეებმა პრეზიდენტის ოფისში მოიტანეს  ზელენსკისადმი მიმართვა  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის გამო მილიონზე მეტი ხელმოწერით.

მიმართვაში, რომლის სრული ტექსტი აქ არის გამოქვეყნებული, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეები მოუწოდებენ პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, დაიცვას მათი უფლებები. ხელმოწერები პრეზიდენტის ოფისში  მოიტანეს ეპარქიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საეკლესიო რეიდერობისა და რელიგიური გაერთიანებების უკანონო გადარეგისტრირებების გამო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აგრეთვე წერდა, რომ მორმუნეთა მიმართვაზე პრეზიდენტის ოფისიდან ჯერ რეაგირება არ ყოფილა, თუმცა ეკლესიაში იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ბოლო-ბოლო გაიგებს თავისი მოქალაქეების ხმას და ვერ შეძლებს მის იგნორირებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ