საბერძნეთში მიღებულია კანონი ერთსქესიანთა ქორწინებაზე
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ლგბტ ქორწინების ლეგალიზაციას და გეებს შვილის აყვანის უფლებას აძლევს.
2024 წლის 15 თებერვალს საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აკანონებს ერთსქესიანთა ქორწინებას და გეი წყვილებს შვილის აყვანის უფლებას აძლევს, იუწყება CNN. გამოცემა წერს, რომ კანონის მიღება „საბერძნეთში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ის გახდა პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაამყარა ქორწინების თანასწორობა ყველასთვის“.
გადაწყვეტილებას პარლამენტში 300-დან 176-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 76-მა მისცა ხმა.
„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც ასახავს დღევანდელ საბერძნეთს - პროგრესულ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ერთგულია ევროპული ღირებულებებისადმი“, - თქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა X-ზე გამოქვეყნებულ წერილში.
მჟკ ადრე წერდა, რომ საბერძნეთის ეკლესია ეწინააღმდეგება გეი ქორწინების ლეგალიზებას.