მეუ-ში დაიწყეს XX საუკუნეში დანგრეული მეჟიგორიეს მონასტრის აღდგენა

13 April 2021 23:20
19
მეჟიგორის მონასტერი 1935 წელს დანგრევამდე. ფოტო: panproject.com.ua მეჟიგორის მონასტერი 1935 წელს დანგრევამდე. ფოტო: panproject.com.ua

მეჟიგორიეს ფერიცვალების მონასტრის ჯერ-ჯერობით ერთადერთ  ტაძარში ჩაატარეს პირველი ლიტურგია.

შაბათს, 2021 წლის 10 აპრილს, ფერიცვალების მონასტერში, რომელსაც მეჟიგორიეში აღადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ჩაატარეს პირველი საღმრთო ლიტურგია, იუწყება «Перший Козацький».

ღვთისმსახურება ჩატარდა ღირსი ლევ ოპტინელის სახელობის ტაძარში - დღესდღეობით ეს მეჟიგორიეს მონასტრის ერთადერთი ტაძარია. ეკლესიის მშენებლობა წელს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, უკვე მთლიანად აღდგენილია მონასტრის პროექტი, მაგრამ მისი რეალიზაციისთვის საჭიროა თანხები.

წირვა ჩაატარა ფერიცვალების მონასტრის არქიმანდრიტმა ნიკონმა (რუსინი). მამა ნიკონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მონასტრის არა მარტო მატერიალური ობიექტების აღდგენა, არამედ პირველ რიგში - ლოცვითი ცხოვრების.

მასმედიის ბრიფინგზე სავანის ისტორიის შესახებ ყვებოდა უკრაინაში ათონის მემკვიდრეობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი სერგეი შუმილო.მისი სიტყვებით, მეჟიგორიეს მონასტერი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უკრაინელი ხალხის ცხოვრებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა სავანეს ჰქონდა ზაპოროჟიეს სეჩის სულიერ ცხოვრებაში. მის ტერიტორიაზე დაკრძალულები იყვნენ კაზაკი მოღვაწეები - მაგალითად, ცნობილი მწერლის  წინაპარი ოსტაპ გოგოლი.

უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრესა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველის, მიტროპოლიტ ანტონის (პაკანიჩი) კურთხევით, მონასტრის აღდგენას დახმარებას უწევს „მიქაელ მთავარანგელოზის ფონდი“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ტაძრის დღესასწაული აღინიშნა დონეცკის ივერიის მონასტერში, რომლის აღდგენაც მიმდინარეობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ