იტალიაში მასონები და რკე ერთობლივ კონფერენციას გამართავენ
მასონთა შეხვედრა კათოლიკეებთან „ საშუალებას მისცემს მათ თავისუფლად განიხილონ მასონური ფასეულობების შერიგება კათოლიკურთან“.
16 თებერვალს მილანში იტალიელი მასონები და რკე-ის წარმომადგენლები გამართავენ კონფერენციას თემაზე „კათოლიკური ეკლესია და მასონობა“, იუწყება ვებგვერდი infovaticana.com.
ღონისძიება კულტურული ფონდის Ambrosianum სათაო ოფისში გაიმართება. მას დაესწრებიან მილანის არქიეპისკოპოსი მარიო დელპინი, პაპის სასულიერო აკადემიის პრეზიდენტი, მონსინიორ ფრანჩესკო სტალიანო და კარდინალი ფრანჩესკო კოკოპალმერიო, საკანონმდებლო ტექსტების პაპის საბჭოს საპატიო პრეზიდენტი.
ღონისძიების ორგანიზატორები თვლიან, რომ „ეს არის შეხვედრა, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული და განიხილავს მრავალსაუკუნოვან და რთულ ურთიერთობას კათოლიკურ ეკლესიასა და მასონობას შორის“.
იტალიის თავისუფალი მასონების ხელმძღვანელი სტეფანო ბისი წარადგენს პრეზენტაციას თემაზე „მასონობა რაცინგერსა და ბერგოლიოს შორის“.
მასონების თქმით, კონფერენცია არის "დიალოგის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც საშუალებას მისცემს რელიგიურ და თავისუფალ მასონებს თავისუფლად განიხილონ მასონური ღირებულებების შერიგება კათოლიკურთან".
მანამდე ნჟკ წერდა, რომ ვატიკანმა კათოლიკეებს აუკრძალა მასონებთა რიგებში ყოფნა.