უუს გენერალმა მოუწოდა, რომ „გაწმინდონ“ უმე-ს მონასტრები

12 April 2021 21:10
14
უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე სკიპალსკი. ფოტო: glavred.info უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე სკიპალსკი. ფოტო: glavred.info

სკიპალსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება არა მარტო გარეშე, არამედ შიდა მტერზე, რომელშიც მან უმე-ს მონასტრები იგულისხმა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე სკიპალსკიმ  პროგრამის «Борковский & Валевская» ეთერში ტელეარხ „ესპრესოზე“ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მონასტერი უნდა გაიწმინდოს, იმიტომ რომ იქ „იმყოფება ხალხი, რომლებიც რუსი დივერსანტებივით იქცევიან“.

„ჩვენ ძალზე ძლიერი მეხუთე კოლონა გვყავს. ეს ის ხალხია, რომლებიც თავს რუსეთის შემადგენლობაში მოიაზრებენ... ჩვენ უნდა გავწმინდოთ ყველა მოსკოვის მონასტერი , სადაც  ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას იმ ხალხზე, ვისაც რუსი დევერსანტების ქცევა და ფსიქოლოგია აქვთ. სამუშაო ბევრია. გახსოვდეთ, იმ საშიშროების ფონზე, რაც გაგვაჩნია, ყველაზე საშიში დარტყმა გველოდება ზურგში. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალმა.

„იმ შემთხვევაში, თუ ომი იქნება, ჩვენ კი ყველას გვესმის, რომ ეს შესაძლებელია, მთელმა ქვეყანამ უნდა იბრძოლოს. საჭიროა უკრაინელების მობილიზება, რომ მათ გედები კი არ დაიჭირონ, არამედ მედვედჩუკები“, - დაამატა გენერალ-ლეიტენენტმა.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პრეზიდენტის ოფისში დაარეგისტრირეს მორწმუნეთა მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროვების შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ