სმელში ხელისუფლებას სურს მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი XII საუკუნის ტაძარი უმე-ს წაართვას
პროკურორები სასამართლოში მოითხოვენ, რომ უმე-მ „დაუბრუნოს“ სახელმწიფოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია XII საუკუნეში აღმართული კანევსკის მიძინების ტაძარი.
ჩერკასკის საოლქო პროკუტურამ მიმართა სასამართლოს უმე-ს და კანევსკის საქსაბჭოს წინააღმდეგ სარჩელით სახელმწიფოსთვის 4200 კვ. მ მიწის ნაკვეთის „დაბრუნებაზე“, რომელზეც კანევსკის მიძინების ტაძარია განლაგებული. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახურში იუწყებიან.
იქ აღნიშნეს, რომ უმე-ს კიევის მიტროპოლიისადმი ნაკვეთის გადაცემის დროს თითქოს დარღვეული იყო კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, უწყების მონაცემებით, „შეცლილი იყო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულება ისტორიულ-კულტურულიდან საზოგადოებრივი დანიშნულების მიწის ნაკვეთზე“.
თვით სარჩელში კი პროკურორები ითხოვენ, რომ უკანონოდ ცნონ და შეცვალონ კანევსკის საქსაბჭოს გადაწყვეტილება უმე-სთვის მიწის გადაცემის შესახებ, აგრეთვე არამართებულად ცნონ აქტი მიწის ნაკვეთის მუდმივი მოხმარების უფლებაზე და გაბათილდეს მისი სახელმწიფო რეგისტრაცია.
ამასთან ერთად, უწყებაში აღნიშნეს, რომ პარალელურად სასამართლოში განიხილება საქმე მიძინების ტაძრის სახელმწიფოსთვის „დაბრუნების“ თაობაზე.
როგორც მჟკ იუწყებოდა, სმელიანსკის საქსაბჭომ მოითხოვა „მოსკოვის ეკლესიის იურრეგისტრაციის შეცვლა“.