კრასილოვის მღვდელმა მოუწოდა უუს-ს, რომ ის და მერი შეამოწმონ სიცრუის დეტექტორზე

14 February 14:43
1292
უმე-ს მღვდელი კრასილოვში ვიტალი დუნეცი. ფოტო: скриншот тг-канала Хмельницкой епархии უმე-ს მღვდელი კრასილოვში ვიტალი დუნეცი. ფოტო: скриншот тг-канала Хмельницкой епархии

აღდგომის ტაძრის წინამძღვარმა ბრალდებებზე მოსკოვიდან დაფინანსების შესახებ კრასილოვის მერს უპასუხა.

კრასილოვის უმე-ს აღდგომის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვიტალი დუნეცმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ის მიმართვავს  ქალაქის მერს ნილა ოსტროვსკის, მეუ-ს წარმომადგენლებს და უკრაინის უშიშროების საბჭოს. მიმართვა  ხმელნიცკის ეპარქიის ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა.

მღვდელმა დაადასტურა, რომ მერი  ნ. ოსტროვსკი ამტკიცებს, თითქოს მას მოსკოვი ასპონსორებს და ამიტომ ის მეუ-ში გადასვლაზე უარს ამბობს.

ტაძრის ყველა სიწმინდის წინაშე ვმოწმობ, რომ არასდროს არავისგან არანაირი თანხა არ მიმიღია. მღვდლობის 20 წლის განმავლობაში არავისთვის არაფერი არ მითხოვია. მოსკოვში არასდროს ვყოფილვარ და არასდროს იქედან ფული არ ამიღია, - განაცხადა მამა ვიტალიმ და უუს-ს მიმართა თხოვნით, რომ მოაწყონ ბრიფინგი მისი და ქალაქის მერის მონაწილეობით.

„გთხოვთ ოფიციალურად, პირდაპირ ეთერში შემაერთონ პოლიგრაფს. მზად ვარ თქვენს და ჩვენი ქალაქის ნებისმიერი მაცხოვრებლის ყველა კითხვას ვუპასუხო“, - თქვა მღვდელმა და შესთავაზა, რომ კითხვები ნილა ოსტროვსკისაც დაუსვან.

„მსურს, რომ ხალხმა დაინახოს - ვინ ხელმძღვანელობს ტაძრების მიტაცებებს, ვინ უბიძგებს ხალხს. ისინი არიან სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც ხალხს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენი რელიგიური გაერთიანების წინააღმდეგ, რომ ჩვენი ტაძარი წაერთმიათ. კრასილოვში ყველამ ყველაფერი იცის, იციან, თუ რას აკეთებდა ხალხი მისი ნების წინააღმდეგ, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა, ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით“, - განაცხადა მღვდელმა.

ის თვლის, რომ ოსტროვსკი უკვე იაზრებს თავის შეცდომას უმე-სთან დაკავშირებით, რომ მან ქალაქში კონფლიქტის პროვოცირება განახორციელა. მამა ვიტალიმ მოუწოდა მას, რომ დაუბრუნდეს იმ კეთილ ურთიერთობებს, რომლებიც ხელისუფლებასა და მორწმუნეებს შორის ტაძრის მიტაცების მცდელობამდე იყო.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ჩვენი მრევლი არსად არ გადასულა, არსად არ გადადის და გადასვლას არ აპირებს“, - განაცხადა  მამა ვიტალიმ.

მან აგრეთვე მიმართა მეუ-ს მრევლს. მღვდელმა შესთავაზა, თუ ისინი მართლა ვერ ეტევიან იმ ტაძარში, სადაც დადიან, დაამთავრონ დაწყებული მშენებლობა, ახალი ეკლესიის საძირკველი უკვე ამოთხრილია.

„რატომ არ აშენებთ ამ ტაძარს, რატომ არ ერთიანდებით მის გარშემო, რატომ არის თქვენთვის მთავარი ჩვენი ტაძრის მიტაცება?“, - ჰკითხა მან მეუ-ს წარმომადგენლებს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კრასილოვში რაისასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ შოვკუნმა დაავალდებულა აღდგომის სამრევლოს წინამძღვარი, რომ მეუ თავის ტაძარში შეუშვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ