ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა და მისმა ცოლმა წყვილის ევთანაზია განახორციელეს
დრის ვან აგტას და მისი ცოლის სიკვდილს განიხილავენ როგორც „წყვილის ევთანაზიის“ მზარდი ტენდენციის ნაწილს.
ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა დრის ვან აგტმა და მისმა მეუღლემ ევგენიამ ევთანაზიის საშუალებით თავი მოიკლეს, - იუწყება The Guardian. ორივე 93 წლის იყო. გამომცემლობა განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ ვან აგტი კათოლიკე იყო.
ჟურნალისტები წერენ, რომ მეუღლეთა სიკვდილი განიხილება როგორც ნიდერლანდებში „წყვილის ევთანაზიის“ მზარდი ტენდენციის ნაწილი, რომლის რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
Expertisecentrum Euthanasie-ში, ფირმაში, რომელიც ევთანაზიის მეშვეობით კლავს კლიენტებს, ამბობენ, რომ ყოველი წყვილის მოთხოვნა, რომ მათ სიკვდილში დაეხმარონ, მოწმდება მკაცრად და ინდივიდუალირად და არა ერთად.
ნიდერლანდებში ევთანაზია გახდა ლეგალური 2002 წლიდან. კლიენტის სურვილი, რომ მოკვდეს უნდა დაადასტუროს მეორე სპეციალისტმა და უმეტეს შემთხვევაში ოჯახის ექიმი პროცედურას სახლში ატარებს.
ნიდერლანდებში ევთანაზიით 2022 წელს 8720 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის 5,1% შეადგენს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბელგიაში მედიკოსებმა ქალი ბალიშით გაგუდეს, რადგან ევთანაზიის დროს მათ სასიკვდილო პრეპარატის დოზა ვერ განსაზღვრეს.