ფანარიონის ფინურმა ეკლესიამ სხეულის მეცნიერებისთვის გადაცემის ნებართვა გასცა

12 February 13:01
1218
ფინეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭო. ფოტო: сайт Финляндской Церкви ფინეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭო. ფოტო: сайт Финляндской Церкви

სამღვდელმთავრო კრებამ სამედიცინო კვლევებისთვის სხეულის გადაცემის და აგრეთვე კრემაციის ნებართვა გასცა.

2024 წლის 8 თებერვალს ფინეთის ეკლესიის სამღვდელმთავრო კრებამ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილთა სხეულების სამედიცინო ექსპერიმენტებისა და ორგანოთა დონორობისთვის გამოყენების შესახებ. ამაზე ლაპარაკია სამღვდელმთავრო კრების ოქმში, რომელიც ფინეთის ეკლესიის საიტზეა გამოქვეყნებული.

ამ გადაწყვეტილების საბაბი გახდა ერთ-ერთი მორწმუნე ქალბატონის კითხვა, რომლითაც მან კუოპიოსის მიტროპოლიტ არსენს მიმართა, თუ რა აზრი აქვს ეკლესიას  გარდაცვლილის სხეულის სამედიცინო კვლევებისა და დონორობისთვის გამოყენებაზე.

კრების რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ის „ვერ ხედავს დაბრკოლებას გარდაცვალების შემდეგ სხეულის გადაცემაში სამედიცინო კვლევებისთვის, სხეულისადმი პატივისცემის დაცვის პირობით პროცედურების დროს, რომლებიც ტარდება ექსპერიმენტის მიზნით, ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის“.

იგივე ითქმის დონორობაზეც, რომლისთვის, როგორც აღნიშნულია, საჭიროა ცალკე, სიცოცხლეში მიცემული თანხმობა.

„ამ შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ ზრუნვა იმაზე, რომ საეკლესიო სწავლება ადამიანის სხეულის შესახებ არ იყოს კომპრომეტირებული. პროცედურების შემდეგ ნეშტი უნდა იკურთხოს მართლმადიდებლური წესით და სასურველია მისი კუბოში ჩასვენება, როგორც ეს მართლმადიდებლური ტრადიციით არის მიღებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

შემდგომი დაზუსტებით, თუ რაღაც მიზეზით არჩეულია კრემაცია, „ფერფლის დასაფლავება უნდა მოხდეს ურნაში და მონიშნულ ადგილას“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის აღნიშვნას კათოლიკებთან ერთად გააგრძელებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ