საქმე უმე მღვდელმსახურის წინააღმდეგ:სასამართლომ ბრალმდებლების მხარე დაიჭირა

09 April 2021 01:12
15
დეკანოზი ვიქტორ ზემლიანოი. ფოტო: СПЖ დეკანოზი ვიქტორ ზემლიანოი. ფოტო: СПЖ

სიძულვილის გაღვივების გამო დეკანოზ ვიქტორ ზემლიანოის ბრალდების საქმეს  ქალაქ როვნოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ხელახლა განიხილავენ.

ქ.როვნოს სააპელაციო სასამართლომ მეორე წრეზე გაუშვა  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკის, დეკანოზ ვიქტორ ზემლიანოის პროცესი, რომელსაც ბრალს სდებენ რელიგიური სიძულვილისა და ისეთი ნაწარმოებების გავრცელებაში, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ძალადობისა და სისასტიკის კულტს (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხ.161 და 300).   

პირველი ინსტანციის სასალართლომ გადაწყვიტა, რომ მღვდელმსახურის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა არასწორად იქნა გამოტანილი.თუმცა პროკურატურა არ დაეთანხმა და გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. მაშინ სააპელაციო სასამართლომ გადაავადა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამჯერად საქმეს მღვდელმსახურის წინააღმდეგ განიხილავენ ხელახლა.

სხდომაზე დეკანოზ ვიქტორის ადვოკატმა რაისა პრიხოდკომ განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში არ არის მითითებული არც მოტივი, არც მიზანი, რაშიც ადანაშაულებენ მღვდელს, ის შეიცავს მხოლოდ ზოგად ფრაზებს "სიძულვილის გაღვივება"-ზე.

თვითონ მღვდელმა თქვა, რომ შეიტანს თხოვნას დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმის დახურვის შუამდგომლობაზე, რადგანაც საქმე მოგონილია. საკითხი იმაშია, რომ  შეიძლება ეს გახდეს  მღვდელმსახურებზე შემდგომი დევნის პრეცენდენტი."

ადრე რელიგიამცოდნე ლიუდმილა ფილიპოვიჩმა ისაუბრა, თუ როგორ ეხმარებოდა  დეკანოზ ვიქტორ ზემლიანოის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გაყალბებაში .

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ