უკრაინელებმა გამოუტანეს განაჩენი ეკლესიას ჩაბღაუჭებულ პრეზიდენტს,-კლირიკოსი

06 April 2021 19:54
14
დეკანოზი ალექსანდრე კლიმენკო ტელეარხ ,,ჩვენ''-ის სტუდიაში. ფოტო: скриншот YouТube-канала «Наш» დეკანოზი ალექსანდრე კლიმენკო ტელეარხ ,,ჩვენ''-ის სტუდიაში. ფოტო: скриншот YouТube-канала «Наш»

დეკანოზი ალექსანდრე კლიმენკო გაოცებულია, რატომ აგრძელებს ვლადიმირ ზელენსკი პეტრე პოროშენკოს ანტიეკლესიურ პოლიტიკას.

„უკრაინამ ცოტა ხნის წინ ელექტორალური განაჩენი გამოუტანა პრეზიდენტს, რომელიც ერეოდა რელიგიურ სივრცეში, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე კლიმენკომ. - ისტორია ყურადღების გარეშე არასდროს ტოვებს პერსონებს, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან. უცნაურია, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ მცდარი პოლიტიკით სარგებლობა“.

მოძღვრის სიტყვებით, უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გაჩნდა იმედი გაუქმებულიყო ანტისაეკლესიო პოლიტიკა, მაგრამ ეს არ გამართლდა.

„ის, რაც დღეს ხდება, წარსულის გამოძახილია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ დისკრიმინაციული კანონები, რომლებიც ხელს უშლიან რელიგიური თემის საქმიანობას, ახალი პრეზიდენტის კადენციასთან ერთად დასრულდებოდა.თუმცა, ეს არ მოხდა“,- აღნიშნა მოძღვარმა ტელეარხ „ნაშ“-ის ეთერში.

მამა ალექსანდრე აღნიშნავს, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ვლადიმირ ზელენსკი „არარელიგიურობას გასცდა, რასაც ის აცხადებდა და რისიც გვჯეროდა“.

ადრე დეკანოზი ალექსანდრე აცხადებდა, რომ მრევლი ხედავს: მათი ეკლესია „დენთის კასრზეა“ და  შეიძლება მისი წართმევა ნებისმიერ მომენტში.

მოძღვარმა მიმართა უკრაინაში ყველა კონფესიის წარმომადგენლებს და ხაზი გაუსხვა, რომ დისკრიმინაციული კანონები ადრე თუ გვიან შეიძლება მათ მხარეზეც იქნეს მიმართული“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ