უუს- გაეროს: ივანო-ფრანკოვოს მხარეში არ იყო ძალადობა უმე-თან მიმართებაში

30 January 14:25
1186
ივანო-ფრანკოვსკში ტაძრის აღების დროს გაზის გაშვების შედეგად მღვდელმა გონება დაკარგა. ფოტო: СПЖ ივანო-ფრანკოვსკში ტაძრის აღების დროს გაზის გაშვების შედეგად მღვდელმა გონება დაკარგა. ფოტო: СПЖ

უკრაინის ხელისუფლებამ დაარწმუნა გაერო, რომ თითქოს ივანო-ფრანკოვოს მხარეში არ ჰქონდა ადგილი ძალადობას უმე-ს მორწმუნეებთან მიმართებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაეროს სპეციალური მომხსენებლების ერთობლივ კომუნიკეზე გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც იქ მოყვანილი ფაქტები უმე-ს მორწმუნეებისადმი ძალადობის შესახებ ივანო-ფრანკოვსკში ძალოვანებმა სიცრუედ მოიხსენიეს. უუს-ს განცხადება გამოქვეყნდა გაეროს საიტზე.

„ივანო-ფარნკოვოს ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ძალადობის ფაქტები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც განეკუთვნებიან უმე-ს ან არ მომხდარა დისკრიმინაცია რელიგიურ ნიადაგზე. დავა რელიგიური თემების წარმომადგენლებს შორის გადაწყდა სასამართლო გზით“, - განაცხადეს უუს-ში.

განაცხადეს, რომ უმე-ს საკათედრო ტაძრის თემმა ივანო-ფრანკოვსკში მიმართა სასამართლოს დოკუმენტების გაყალებების თაობაზე, მისი სახელით მეუ-ში გადასვლასთან დაკავშირებით კრების ჩატარების შესახებ და „2022 წლის ივლისში სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიციამ მოახდინა ამ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების ინიცირება“. თუმცა, „კომპლექსური გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიხურა დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო“.

უუს-მ აცნობა გაეროს, რომ მეუ-მ მიმართა სასამართლოს უმე-ს თემთან დაკავშირებით ქონების დატაცების და დოკუმენტების გაყალბების მუხლებით და „გამოძიება ამ დრომდე გრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მოხსენებაში მითითებული იყო შემდეგი: „2023 წლის 28 მარტს უცნობი პირები ძალით შეიჭრნენ უმე-ს ტაძარში ივანო-ფრანკოვოში. თავდასხმის შედეგად გაიფრქვა ცრემლსადნი გაზი, მორწმუნეები და მღვდელმსახურები ძალადობრივად გაიყვანეს შენობიდან“>

ადრე მჟკ წერდა, რომ რადიკალებმა დაიკავეს უმე-ს ტაძარი ივანო-ფრანკოვოში, გაუშვეს რა ცრემლსადენი გაზი შენობაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ