აქცია პო-თან მიუთითებს,რომ უმე-ს უკან დგანან რეალური ადამიანები, - ექსპერტი
პოლიტოლოგის აზრით, მორწმუნეთა მიმართვა პრეზიდენტისადმი კანონიკური ეკლესიის დევნასთან დაკავშირებით, გვიჩვენებს, რომ მის უკან დგას მილიონობით ადამიანი უკრაინის მასშტაბით.
1 აპრილს, აქცია პრეზიდენტის ოფისთან წარმოადგენს დამატებით არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ უმე-ს უკან დგანან რეალური ადამიანები, განაცხადა ექპსერტმა ანდრეი ზოლოტარევმა.
პოლიტოლოგის აზრით, მორწმუნეთა მიმართვა პრეზიდენტის მიმართ კანონიკური ეკლესიის დევნასთან დაკავშირებით, გვიჩვენებს, რომ მის უკან დგან მილიონობით ადამიანი მთელი უკრაინის მასშტაბით.
თუმცა, პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი არ განახორციელებს რაიმე ქმედებებს ამ სიტუაციაში, არამედ „აქტიურობის სიმულირებას“ ეცდება.
„ზელენსკი არის საერო და ეკლესიისგან შორს მყოფი ადამიანი, - აღნიშნავს ზოლოტარევი. ცხადია, რომ გარემოცვის ნაწილი მას წინამორბედი ადმინისტრაციის პოლიტიკის მხარეს ექაჩება. თუმცა, ნაწილი თვლის, რომ სიტუაცია შეიძლება მივიდეს რელიგიურ კონფლიქტამდე, რომელიც სასტიკ შედეგებს გამოიღებს“.
ამიტომაც, ამატებს ექსპერტი, პრეზიდენტი დაიკავებს პოზიციას „არც თქვენსკენ, არც ჩვენსკენ, მეუ-ს მხარეს“.
1 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა კიევში პრეზიდენტის ოფისთან მიიტანეს მიმართვა ვლადიმირ ზელენსკისადმი მათი ეკლესიის დევნის თაობაზე, რომელსაც ხელი 1 063 000 ადამიანმა მოაწერა.