მეუ-ს სასულიერო პირი უმე-ის მორწმუნეს ტაძრის მითვისების დროს: დახურე პირი, ძუ**ა, დამიწყევლიხარ!
შუამავლობის ეკლესიის აღების დროს, მეუ-ს „მღვდელმა“ მოსთხოვა მოძღვარს „ბაზარი გაეფილტრა“, ხოლო მრევლს „პირი დაეხურათ“.
2024 წლის 27 იანვარს, ხმელნიცკის რაიონის სოფელ პეჩესკში, უმე-ის შუამავლობის ეკლესიის აღებისას, მეუ-ს „მძღვდელმა“ ნიკოლაი ხომიაკმა დებოში მოაწყო. მან მოითხოვა ძალის გამოყენების მუქარით, რომ ყველას, ვინც არ მიეკუთვნება მეუ-ს, დაეტოვებინა ტაძარი. შემთხვევის ვიდეო ხმელნიცკის ეპარქიამ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.
ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მიხაილ ფურმანს, ხომიაკმა „ბაზრის გაფილტვრა“ მოსთხოვა.
შეურაცხყოფა მიაყენა ტარის მრევლს. ერთ-ერთი ქალის საპასუხოდ, რომელმაც ხომიაკს შენიშვნა მისცა, რომ ტაძარში მსგავსი ლაპარაკი მიუღებელია, თქვა: „პირი დაკეტე, ძუ**ა, თუ არ გინდა რომ დაგწყევლო.”
„შენ ვინ ხარ ნაძირალა? – ჰკითხა ხომიაკმა. "წადი აქედან!" როდესაც ქალი აღშფოთდა დუმენკოს სასულიერო პირის ასეთი რიტორიკით, მან მიახალა: "ჯანდაბა, დამიწყევლიხარ!"
"და ეს "მამაოა"? - წამოიძახა ამ ყველაფრით გაოგნებულმა ქალმა.
მჟკ წერდა, რომ პეჩეჩში, მეუ-ს აქტივისტებმა მოძღვარი გააძევეს და ტაძარი მიითვისეს.