ზელენსკის ადმინისტრაციაში უმე-ს მორწმუნეთა მილიონზე მეტი მიმართვა მიიტანეს
უმე-ს ასამდე მორწმუნე ჩამოვიდა კიევში სხვადასხვა ეპარქიიდან, რათა პირადად პრეზიდენტისათვის გადაეცათ მიმართვა უკრაინის კანონიკური ეკლესიის დევნის შესახებ.
2021 წლის 1 აპრილს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის დევნილი თემის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში მიიტანეს მიმართვა უკრაინის პრეზიდენტისადმი მათი ტაძრის დევნის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა 1 063 000 ადამიანმა.
ხელმოწერები კიევში ჩამოიტანეს უმე-ს თემის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ეპარქიიდან, მათ შორის ვოლინის, ჟიტომირის, როვენისა და სარნენის ეპარქიებიდან.
მორწმუნეებს შეხვდა პრეზიდენტის ოფისის წევრი, რომელმაც შესთავაზა მიეტანათ ხელმოწერების ყუთები რეგისტრატურაში.
პროცესს ტრანსლირებდა «პერში კაზაცკი»:
ადრე მჟკ- მ გამოაქვეყნა უმე-ს მორწმუნეთა მიმართვის წერილი პრეზიდენტისადმი, სადაც საუბარია მათთვის ტაძრების წართმევაზე.