უმე-ს მორწმუნეთა მიმართვა პრეზიდენტს ეკლესიის დევნის თაობაზე (ტექსტი)

02 April 2021 18:10
16
უმე-ს მსვლელობა კიევში რუსეთის ნათლობის დღეს, 2019. ფოტო: news.church.ua უმე-ს მსვლელობა კიევში რუსეთის ნათლობის დღეს, 2019. ფოტო: news.church.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მილიონზე მეტი მორწმუნე მოუწოდებს  უკრაინის პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, დაიცვას მათი უფლებები.

1 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გადასცემენ მიმართვას მათი ეკლესიის დევნის თაობაზე.

მჟკ აქვეყნებს წერილის ტექსტს.

უკრაინის პრეზიდენტს

ვ.ა. ზელენსკის

ბანკოვაიას ქუჩი, 11, ქ. კიევი, 01220.

უკრაინის უმაღლეს რადაში საკანონმდებლო ინიციატივის საკონსტიტუციო უფლების რეალიზაციის თაობაზე იმ პირთა (ერისკაცთა) უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც განეკუთვნებიან უმე-ს მორწმუნეებს.

დიდად პატივცემული ვლადიმირ ალექსანდროვიჩ!

ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცები, მოგმართავთ თქვენ, როგორც უკრაინის კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის და საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტს საკითხის თაობაზე, რომელიც ეხება მოქმედ ანტისაეკლესიო კანონებს, რომლებიც არღვევენ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

ასე, მაგალითად, უკრაინის 17.01.2019 წლის კანონი N2673-VIII „ უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებისა და რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული პირის სტატუსით სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით“ და უკრაინის 20.12.2018 წლის კანონი N2662- VIII „ცვლილების შეტანის თაობაზე  „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისფულების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში, რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებასთან მიმართებაში, რომლებიც შედიან რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) სტრუქტურაში (წარმოადგენს ნაწილს), რომლის მმართველი ცენტრიც  უკრაინის ფარგლებს გარეთ მდებარეობს სახელმწიფოში, რომელიც კანონით აღიარებულია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმხორციელებლად და/ან რომელმაც დროებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“ (შემდეგ ტექსტის მიხედვით - კანონები), ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.

უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისას, აღნიშნული კანონების გამოყენებისას, სახელმწიფო უხეშად ერევა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაში.

ბოლო წლებში უკრაინის კულტურის სამინისტრო იყენებს ამ ანტიკონსტიტუციურ კანონებს უშუალოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და იძულების წესით ცდილობს ჩამოართვას მას საკუთარი სახელწოდება. თანამდებობის პირების მიერ ირღვევა ყველა რელიგიური კონფესიის თანასწორობის პრინციპი და  უფლებებში იზღუდება ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია სხვებს შორის, რაც წარმოადგენს მილიონობით მორწმუნე მოქალაქის რელიგიური ნიშნით  დისკრიმინაციას, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას განეკუთვნებიან. სახელმწიფო ორგანოები ერევიან რა ეკლესიის შიდა საქმეებში, თავს ახვევენ მისი რელიგიური და იერარქიული სტრუქტურის მათეულ გაგებას. ირღვევა უკრაინის კონსტიტუციის დებულებები, რომლებიც გამორიცხავენ განსაკუთრებული მოთხოვნების დადგენას ცალკეული რელიგიური ორგანიზაციის სახლწოდების მიმართ და ახდენენ თითოეული ადამიანის უფლების რეგლამენტირებას აღიარონ ნებისმიერი რელიგია. ამის გამო უმე-ს რელიგიური თემები იმყოფება სახელწმიფო ხელისუფლების ორგანოებსა და რეიდერებს შორის მუდმივი წეზოლის ქვეშ, ჩვენ წაგვართვეს შესაძლებლობა შევიტანოთ ცვლილებები სადამფუძნებლო დოკუმენტებში, შევცვალოთ ხელმძღვანელები, გავხსნათ ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ვისარგებლოთ ნოტარიუსთა მომსახურებით, გავაფორმოთ უფლებები მიწის ნაკვეთებზე საეკლესიო ნაგებობების ქვეშ და ა.შ.

როგორც შედეგი, გაიზარდა კონფესიათშორის დაპირისპირებათა რაოდენობა, გაძლიერდა რელიგიური მტრობა და კონფლიქტები სახელმწიფოში. საეკლესიო რეიდერების მიერ ანტიკონსტიტუციური კანონების  გამოყენება იწვევს საზოგადოებაში რელიგიური სიტუაციის  ყოველდღიურ დესტაბილიზაციას, უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლების დონის გაუარესებას, ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სულიერი და სოციალური მსახურებისთვის არსებითი დაბრკოლებების შექმნას.

კანონები სახელწოდების იძულებითი შეცვლისა და დაქვემდებარების თაობაზე არ შეესაბამება არც უკრაინის კონსტიტუციას, არც მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებს. იძულებითი ხელახალი რეგისტრაცია, სახელწოდებისა და დაქვემდებარების ცვლილება  რელიგიური ორგანიზაციების კანონიკურ საკითხებში (გაერთიანებებში) წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას აღმსარებლობის თავისუფლებაში. რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის უფლება განარტირებულია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიერ და ასახულია ადამიანის უფლებებათა ევროპული სასამართლოს მრავალრიცხოვან გადაწყვეტილებაში. რელიგიურ ორგანიზაციას უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს საკუთარი სახელწოდება და სახელმწიფოს არა აქვს მისი შეცვლის იძულების უფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის კანონები N 2673- VIII და N2662- VIII გარდა იმისა, რომ არღვევენ უკრაინის მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებებსა და თავისუფლებას, ასევე ატარებენ  ჩვენს სახელმწიფოში მშვიდობისა და სიმშვიდის საფრთხეს.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისი მორწმუნეებმა არაერთხელ მოგმართეს  თხოვნით ამოგეღოთ ანტისაეკლესიო ნორმები აღნიშნული კანონებიდან, თუმცა, მათზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა, ფორმალური პასუხის გარდა.

დაუშვებლად მიგვაჩნია უკრაინის კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტმა უგულებელყოს საკუთარ ამომრჩეველთა, მრავალმილიონიანი მართლმადიდებელი საზოგადოების ინტერესები.

დღეს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა აღნიშნული ანტისაეკლესიო კანონის წინააღმდეგ უკვე მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

უკრაინის კონსტიტუციის 93-ე მუხლის დებულებების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს აქვს  უკრაინის უმაღლეს რადაში საკანონმდებლოს ინიციატივის უფლება. უკრაინის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული კანონპროექტები, როგორც გადაუდებელი, უმაღლეს რადაში რიგგარეშე განიხილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინის დიდად პატივცემულო პრეზიდენტო, გთხოვთ, ისარგებლოთ უკრაინის უმაღლეს რადაში საკანონმდებლო ინიციატივის თქვენი საკონსტიტუციო უფლებით და უკრაინის პარლამენტში, როგორც გადაუდებელი, შეიტანოთ კანონპროქტები ძალადაკარგულად იმ ცვილებების ცნობის შესახებ,  რომლებიც დადგენილია უკრაინის 17.01. 2019 წლის კანონით N 2673- VIII „„ უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებისა და რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული პირის სტატუსით სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით“ და უკრაინის 20.12.2018 წლის კანონი N2662- VIII „ცვლილების შეტანის თაობაზე  „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისფულების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში, რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებასთან მიმართებაში, რომლებიც შედიან რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) სტრუქტურაში (წარმოადგენს ნაწილს), რომლის მმართველი ცენტრიც  უკრაინის ფარგლებს გარეთ მდებარეობს სახელმწიფოში, რომელიც კანონით აღიარებულია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმხორციელებლად და/ან რომელმაც დროებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“ .

გთხოვთ, ამ მიმართვაზე პასუხი გამოგვიგზავნოთ მისამართზე, 01015, უკრაინა, ქ. კიევი, ლავრსკაიას ქუჩა, 15, კორ. 49 უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიის საკანცელარიოში, რომელიც აცნობებს საეკლესიო საზოგადოებას თქვენს პასუხს.

დანართი: მორწმუნეთა ხელმოწერა  1 063 234 რაოდენობით.

შეგახსენებთ, რომ მჟკ მართავს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიმართ უმე-ს მორწმუნეთა მიმართვის თაობაზე პრეს-კონფერენციის ტექსტურ ონლაინ - ტრანსლაციას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ