„აღმოსავლეთის პაპის“ იდეა ეკლესიისთვის მიუღებელია, - მიტროპოლიტი ანტონი.

01 April 2021 23:15
22
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: boryspil-eparchy.org მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: boryspil-eparchy.org

მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიოლოგიის სფეროში აზრთა სხვადასხვაობამ არ უნდა გამოიწვიოს რთული კონფლიქტები.

2021 წლის 30 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი XI სტუდენტურ კონფერენციაზე მოხსენებაში „მართლმადიდებლური სწავლება ეკლესიის შესახებ: თანამედროვე გამოწვევები და პასუხების ძებნა“ განაცხადა, რომ  მართლმადიდებელი  ეკლესია უარყოფს „აღმოსავლეთის პაპის“ არსებობას, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი  მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვს, რომელიც ითვალისწინებს პირველობას არა მარტო ღირსების თვალსაზრისით, არამედ ძალაუფლების პირველობასაც.

თუმცა  „მსოფლიო ეკლესიაში პირველობა უკვე მრავალი საუკუნეა საღვთისმეტყველო პოლემიკის თემას წარმოადგენს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის“, ვინაიდან „სწორედ რომის ეპისკოპოსებმა დაიწყეს მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებული ძალაუფლების მითვისება, რამაც  პაპის ფენომენის  ფორმირება გამოიწვია“.

მეუფის სიტყვებით, ის ეკლესიოლოგიური მოდელი, რომელსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გვთავაზობს, „ითვალისწინებს მსოფლიო

ეკლესიაში პირველი იერარქის აუცილებელ არსებობას თავისი განსაკუთრებული ძალაუფლების მოსილებით“.

თუმცა, განაცხადა იერარქმა, „ჩვენი ეკლესია პრინციპულად უარყოფს მსგავსი „აღმოსავლეთის პაპის“ არსებობას ეკლესიაში“.

მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიოლოგიურ სფეროში პრობლემური საკითხები არა მარტო თეორიული დისკუსია, არამედ „რეალური ეკლესიური ცხოვრების საკითხებია“.

„სწავლება ეკლესიაზე ხორციელდება საეკლესიო მოწყობაში და ეკლესიებს შორის ურთიერთობებში. ამიტომ ეკლესიოლოგიის სფეროში აზრთა სხვადასხვაობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს რთული კონფლიქტები,“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მისი სიტყვებით, „უკრაინის კრიზისმა“ ნათლად დაგვანახა, რომ „კონსტანტინოპოლის მოდელის“ პრაქტიკაში გამოყენება მძიმე კონფლიქტებს იწვევს ადგილობრივ ეკლესიებს შორის“.

„მსოფლიო მართლმადიდებლობა დღეს ფაქტიურად განხეთქილების ზღვარზე ბალანსირებს. ადგილობრივი ეკლესიების ცალმხრივი ძალისხმევით შეუძლებელია ამ  კრიზისის გადალახვა. აშკარაა, რომ აუცილებელია დიალოგი ადგილობრივ ეკლესიებს შორის იმ მიზნით, რომ მიაღწიონ კონსენსუსს აღნიშნულ საკითხებში, რომელიც მიიღწევა  არა დათმობების შედეგად საღვთისმეტყველო სფეროში, არამედ წმინდა მამების მემკვიდრეობის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის შედეგად“ - ხაზი გაუსვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა.

 სტუდენტებისა და კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას მეუფემ აღნიშნა, რომ „ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია“ და „მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევინარჩუნოთ საეკლესიო ერთობა“.

„გარდა ამისა, დისკუსიურ საკითხებში  ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება. უნდა გვჯეროდეს, რომ გავუმკლავდებით ამ რთულ ამოცანას“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა განმარტა, როგორ ესმით პირველობა ეკლესიაში ფანარსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ