ფანარიონის ქმედებებს მხოლოდ ზიანი მოაქვს უკრაინისათვის,-დეკანოზი კლიმენკო

31 March 2021 23:46
11
დეკანოზი ალექსანდრე კლიმენკო. ფოტო: Украинская правда დეკანოზი ალექსანდრე კლიმენკო. ფოტო: Украинская правда

უმე-ს მღვდელმსახურის აზრით, მეუ-სთვის ტომოსის მინიჭება- კონსტანტინოპოლის უცნაური ხერხია განაცხადოს თავისი მნიშვნელობის შესახებ.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ყველა ქმედებას უკრაინაში მხოლოდ ზიანი მოაქვს, და ეს ფაქტია. ამაზე უმე-ს მღვდელმსახურმა დეკანოზმა ალექსანდრე კლიმენკომ განაცხადა „უკრაინის პრავდა“-სთან ინტერვიუში.

მღვდელმა აღნიშნა, რომ იმ ეკლესიებშიც კი, რომლებმაც აღიარეს მეუ, ბევრი კლირიკი, ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი თვლიან, რომ კონსტანტინოპოლი ჩაერია არა თავის კანონიკურ ტერიტორიაზე, და“ის, რომ ხდებოდა პოლიტიკური ზეწოლა სხვადასხვა დონეზე-ეს ჩვენთვის აშკარაა.“

ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა მან, არავითარი საეკლესიო მიზეზები ფანარიონის ასეთი ქმედებებისთვის არ არსებობდა.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ კონსტანტინოპოლი-რომელსაც,ფაქტიურად, თვით თურქეთში ჰყავს 5 ათასი მრევლი-ეს მხოლოდ ისეთი ისტორიული ფორმაა, რომელიც უკვე ვეღარ ატარებს წარსულის დიდებას,-აღნიშნა მამა ალექსანდრმა.- ჩემი აზრით, შესაძლებელია, ეს (ტომოსის მინიჭება-რედ.)-მისი უცნაური მეთოდია კიდევ ერთხელ განაცხადოს თავის მნიშვნელობაზე. შესაძლებელია, ეს პატრიარქ ბართლომეს პირადი ამბიციებია. მაგრამ ჩემთვის ფაქტია, რომ ყველა მის მოქმედებას უკრაინაში ჯერჯერობით მხოლოდ ზიანი მოაქვს.“

მათ შორის, დეკანოზის აზრით, „მეუ-ს შექმნა და ამ ტომოსმა ზიანი მოუტანა უკრაინულ გაერთიანებას,“ და უმე-ს მიმართ ძალადობრივი  ქმედებების -ტაძრების მიტაცება, მორწმუნეების ცემა, თემების არაკანონიერი გადარეგისტრირების მოწონებამ-ჯვარი დაუსვა სწრაფი დიალოგის შესაძლებლობას.“

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე  უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის წინააღმდეგია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ