ფანარიონის მეთაურის პაპისტური ერესი კრებამ უნდა დაგმოს, - ექსპერტი

01 April 2021 23:00
9
პატრიარქი ბართლომე. ფოტო : tovima პატრიარქი ბართლომე. ფოტო : tovima

ეკლესიისა და საბერძნეთის ისტორიის სპეციალისტი ათანასე ზოიტაკისი გამოდის კონსტანტინოპოლის პატრიარქატის ახალი ეკლესიოლოგიის  საეკლესიო კრების მიერ შეფასების მომხრედ.

კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მოძღვრება მისი აბსოლუტური პირველობის თაობაზე ანუ პაპიზმის ერესმა უნდა მიიღოს მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრების მიერ შეფასება, განაცხადა რია- ნოვოსტისთან კომენტარში ეკლესიისა და საბერძნეთის ისტორიის სპეციალისტმა, საგამომცემლო სახლის „წმინდა მთა“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ათანასე ზოიტაკისმა.

მან განაცხადა, რომ ეკლესიოლოგიის (მოძღვრება ეკლესიის შესახებ) დამახინჯება კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მხრიდან ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული და არა არის განმტკიცებული ფანარიონის მიერ, მაგრამ როგორც ბევრი ღვთისმეტყველი ამბობს, ეს უკვე ფიგურირებს მისი წარმომადგენლების ზოგიერთ დოკუმენტსა და განცხადებაში. პირველ რიგში, ეს ვლინდება მართლმადიდებლურ სამყაროში პირველობასა და შეუზღუდავ უფლებებზე კონსტანტინოპოლის პრეტენზიაში ერთიანობის საზიანოდ, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა ბოლო ხანებში, მათ შორის, უკრაინაში.

ზოიტაკის აზრით, ფანარიონის მოქმედებებმა შეფასება უნდა მიიღოს მსოფლიო მართლმადიდებლობის  - ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის -მხრიდან. „მოცემული მომენტისთვის არ მომხდარა  კოონსტანტინოპოლის პატრიარქატის აბსოლუტური პირველობის მოძღვრების  დაგმობა ავტოკეფალური ეკლესიების მხირდან - თქვა ისტორიკოსმა. - უფრო მეტიც, ისინიც კი, ვინც არ ეთანხმება ფანარიონის მოქმედებებს უკრაინაში,  აგრძელებს მათთან ევქარისტულ ურთიერთობას, გამონაკლისს მხოლოდ რუსული ეკლესია წარმოადგენს“.

ზოიტაკისი თვლის, რომ ამიტომაც პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკურ მოქმედებებს უკრაინაში ამ დრომდე არ მოჰყოლია რაიმე ერთიანი საკადრისი პასუხის გაცემა  და საჯარო დაგმობა ათონის წმინდა მთაზეც. მან აღნიშნა, რომ პატრიარქ ბართლომესთან დაახლოებული ზოგიერთი ღვთისმეტყველი ყოველივეს ფუთავს „დოგმატური დამატებით“ და ამტკიცებს, რომ „როგორც მამა ღმერთია მთავარი წმინდა სამებაში, ასევეა მსოფლიოს პატრიარქი მთავარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში“. ამიტომაც, ფანარიონის ასეთი პოზიციის შეფასება აუცილებელია საეკლესიო კრების მიერ. „ჯერჯერობით, მართლმადიდებლურ, მსოფლიო ეკლესიას არ დაუგმია ეს. როგორც გვახსოვს, ერეტიკოსებს უწოდებდნენ მას შემდეგ, რაც მათ დაგმობდნენ საეკლესიო კრებაზე, - თქვა ისტორიკოსმა. -დიახ, მოძღვრება უკვე ერეტიკულია, მაგრამ თავად საეკლესიო კრების მიერ დაგმობის ფაქტი აუცილებელია. ჯერ ეს არ მომხდარა, ამიტომაც აქ აუცილებელია ერთიანი, ერთობლივი მუშაობა“.

როგორც მჟკ გვაუწყებდა, ბერძენი სასულიერო პირი და ღვთისმეტყველი თვლის, რომ პატრიარქ ბართლომეს მოქმედებებმა უკრაინაში დაარღვია „საეკლესიო წესრიგი და ტრადიცია“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ