ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს «ვაქცინაციის პასპორტის» შემოღებას უკრაინაში
COVID საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას უკრაინის ზრდასრული მოქალაქეების 70% , ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინამ უნდა შეიმუშაოს გეგმა «ვაქცინაციის სერთიფიკაციისა». ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა ორშაბათს, 29 მარტს, ქვეყანაში COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო გამართულ კონფერენციაზე, იუწყება president.gov.ua.
«ეს "პასპორტები" უკვე ინერგება ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, შვეიცარიაში, ისრაელში – ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური იმუნიტეტის შესაქმნელად. ჩვენც უნდა შევიმუშავოთ "სერთიფიცირების" შესაბამისი გეგმა», – განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, იმისათის რომ შევაჩეროთ COVID პანდემია, ვაქცინა უნდა გაუკეთდეს უკრაინის ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტს.
ადრე მჟკ წერდა, «ხალხის მსახურის» სახალხო დეპუტატმა განაცხადა, რომ უნდა შეიზღუდოს იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც უარს განაცხადებენ COVID-ვაქცინის გაკეთებაზე.