გოროშოვცში იწყება ახალი ტაძრის მშენებლობა მიტაცებული ტაძრის ნაცვლად

29 March 2021 00:53
15
პროტოდიაკონი ფეოდორ კოროლი. ფოტო: скриншот youtube-канала «Витражи» პროტოდიაკონი ფეოდორ კოროლი. ფოტო: скриншот youtube-канала «Витражи»

უმე-ს თემი გოროშოვცში ტაძრის მიტაცების მომენტიდან კიდევ უფრო შეიკრა, თუმცა თავიდან ზოგიერთმა ფარ-ხმალი დაყარა და არ იცოდა, რა ექნა.

სოფელ გოროშოვცის მიძინების ტაძრის მრევლის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორ კოროლმა პროგრამაში „ანალიტიკა“,  youtube- არხზე „ვიტრაჟები“ განაცხადა, რომ გაზაფხულის ბოლომდე ჩერნოვიცკის მხარის სოფელ გოროშოვცში დაიწყება ახალი ტაძრის მშენებლობა მეუ-ს მიერ მიტაცებული ტაძრის ნაცვლად.

„მას შემდეგ, რაც ტაძარი წაგვართვეს, ჩვენი წინამძღვარის ერთგულ ადამიანებს გული გაუტყდათ, აკი სალოცავი არსად ჰქონდათ. დაახლოებით ერთი თვე მხოლოდ პარაკლისებს ვიხდიდით, შემდეგ უფლის ერთმა მონამ დაგვითმო თავისი სახლი და ჩვენ იქ დავიწყეთ წირვა. შემდეგ უფალმა შემომწირველები გამოგვიგზავნა, რომლებმაც გვაჩუქეს ადგილი ტაძრის ასაშენებლად და უფლის წყალობით ჩვენ იქ დროებითი ტაძარი ავაგეთ, სადაც ახლა ვმსახურობთ. გაზაფხულზე ჩვენ დავიწყებთ ტაძრის მშენებელობას. ვფიქრობ, რომ უფალი დაგვეხმარება დროთა განმავლობაში და ჩვენ ახალი ტაძარი გვექნება“ - გვითხრა ტაძრის წინამძღოლმა.

მამა თეოდორეს სიტყვებით, ტაძრის მიტაცებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ უფალმა ყველაფერი მოაგვარა და უმე-ს თემი კიდევ უფრო შეიკრა.

„ადამიანებმა თავიდან არ იცოდნენ, რა ექნათ, სად წასულიყვნენ, ვისთვის მიემართათ. თუმცა, უფალმა ყველაფერი ისე მოაგვარა, რომ ჩვენ თითქოს დაგვყვეს, მაგრამ ამის წყალობით ჩვენ კიდევ უფრო გავერთიანდით. ბევრს გული გაუტყდა, მაგრამ დარჩნენ ერთგული ადამიანები, რომელთაც შეიძლება დაეყრდნო, რომლებთანაც შეიძლება მუშაობა ხსნის საქმეში და შრომა ეკლესიისთვის“, - დაამატა მიძინების ტაძრის მრევლის წინამძღვარმა,

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 იანვარს მეუ-ს აქტივისტებმა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით უკანონოდ დაიკავეს ზასტავნივის რაიონის სოფელ გოროშოვცის უმე-ს ტაძარი. კრებაზე, სადაც ტაძრის ბედი წყდებოდა, მეუ-ს მომხრეებმა სხვადასხვა სოფლიდან, რომელთაც არაფერი აკავშირებდათ ტაძართან, ხმა მისცეს მეუ-ში გადასვლას.

სოფელ გოროშოვცის მიძინების ტაძრის მრევლის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორ კოროლმა პროგრამაში „ანალიტიკა“,  youtube- არხზე „ვიტრაჟები“ განაცხადა, რომ გაზაფხულის ბოლომდე ჩერნოვიცკის მხარის სოფელ გოროშოვცში დაიწყება ახალი ტაძრის მშენებლობა მეუ-ს მიერ მიტაცებული ტაძრის ნაცვლად.

„მას შემდეგ, რაც ტაძარი წაგვართვეს, ჩვენი წინამძღვარის ერთგულ ადამიანებს გული გაუტყდათ, აკი სალოცავი არსად ჰქონდათ. დაახლოებით ერთი თვე მხოლოდ პარაკლისებს ვიხდიდით, შემდეგ უფლის ერთმა მსახურმა დაგვითმო თავისი სახლი და ჩვენ იქ დავიწყეთ წირვა. შემდეგ უფალმა შემომწირველები გამოგვიგზავნა, რომლებმაც გვაჩუქეს ადგილი ტაძრის ასაშენებლად და უფლის წყალობით ჩვენ იქ დროებითი ტაძარი ავაგეთ, სადაც ახლა ვმსახურობთ. გაზაფხულზე ჩვენ დავიწყებთ ტაძრის მშენებელობას. ვფიქრობ, რომ უფალი დაგვეხმარება დროთა განმავლობაში და ჩვენ ახალი ტაძარი გვექნება“ - გვითხრა ტაძრის წინამძღოლმა.

მამა თეოდორეს სიტყვებით, ტაძრის მიტაცებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ უფალმა ყველაფერი მოაგვარა და უმე-ს თემი კიდევ უფრო შეიკრა.

„ადამიანებმა თავიდან არ იცოდნენ, რა ექნათ, სად წასულიყვნენ, ვისთვის მიემართათ. თუმცა, უფალმა ყველაფერი ისე მოაგვარა, რომ ჩვენ თითქოს დაგვყვეს, მაგრამ ამის წყალობით ჩვენ კიდევ უფრო გავერთიანდით. ბევრს გული გაუტყდა, მაგრამ დარჩნენ ერთგული ადამიანები, რომელთაც შეიძლება დაეყრდნო, რომლებთანაც შეიძლება მუშაობა ხსნის საქმეში და შრომა ეკლესიისთვის“, - დაამატა მიძინების ტაძრის მრევლის წინამძღვარმა,

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 იანვარს მეუ-ს აქტივისტებმა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით უკანონოდ დაიკავეს ზასტავნივის რაიონის სოფელ გოროშოვცის უმე-ს ტაძარი. კრებაზე, სადაც ტაძრის ბედი წყდებოდა, მეუ-ს მომხრეებმა სხვადასხვა სოფლიდან, რომელთაც არაფერი აკავშირებდათ ტაძართან, ხმა მისცეს მეუ-ში გადასვლას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ