მეუ-ს ,,იერარქს’’ წესი აუგებს კათოლიკებმა და უნიათებმა
რომის კათოლიკური ეკლესიის კამენეც - პადოლის ეპისკოპოსმა და უკრაინის ბერძნულ -კათოლკური ეკლესიის ეპისკოპოსებმა მეუ-ს ,,მიტროპოლიტს’’ ანტონი მახოტას წესი აუგეს.
2021 წლის 25 მარტს უკრაინის ბერძნულ - კათოლიკური ეკლესიისა და რუსეთის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა ხმელნიცკის ეპარქიაში პარაკლისი გადაუხადეს მეუ-ს გარდაცვლილ ,, იერარქს’’ ვლადისლავ (ანტონი) მახოტას. ფოტო გამოქვეყნდა «У ритмі Православ’я» ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
სურათიდან ჩანს , რომ პარაკლისში მონაწილეობა მიიღო რკე-ს კამენეც - პადოლის ეპისკოპოსმა ლეონ დუბრავსკიმ და კამენეც -პადოლის უკრაინის ბერძნულ - კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ივან კულიკმა, ასევე ამ სტრუქტურის სასულიერო პირებმა.
გარდა ამისა, ორივე კათოლიკური საეპისკოპოსოს ეპისკოპოსმა მწუხარება გამოთქვეს მეუ-ს იერარქის გარდაცვალების გამო.
ლეონ დუბრავსკი იმედოვნებს,რომ მახოტასთან მიწიერი «მეგობრული თანამშრომლობის შემდეგ» ისინი ერთად ადიდებენ ღმერთს «ანგელოზთა შორის მარადისობაში», ხოლო ივან კულიკმა აღნიშნა, რომ მახოტას გარდაცვალებამ ის კიდევ ერთხელ დააფიქრა « ქრისტეს აღდგომის საიდუმლოებასა და ადამიანის აღდგომაზე».
ანტონი მახოტას ოფიციალური ,,პანაშვიდი’’26 მარტს გაიმართება.
ადრე მჟკ წერდა, რომ გარდაიცვალა მეუ-ს ხმელნიცკისა და კამენეც - პადოლის ,, მიტროპოლიტი’’ ანტონი მახოტა.