საქმეთა მმართველმა გადასცა დახმარება ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის დევნილ თემს
უმე-ს წინამძღვრის კურთხევით, მიტროპოლიტი ანტონი კიევ-პეჩერის ლავრაში შეხვდა ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის მიტაცებული ტაძრების წინაძღვრებს.
2021 წლის 25 მარტს უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ(პაკანიჩი) გადასცა ეკლესიური რეიდერობით დაზარალებული ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის თემების წინამძღვრებს ეკლესიისათვის აუცილებელი ჭურჭელი. ამაზე იტყობინება მიტროპოლიტის გვერდი Facebook-ში.
უმე-ს საქმეთა მმართველის შეხვედრა სამღვდელოებასთან შედგა წმინდა მიძინების კიევ-პეჩერის ლავრაში. მღვდელმსახურებთან ერთად ლავრაში ჩამოვიდა ვლადიმერ-ვოლინის და კოველის ეპარქიის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი ვლადიმერი(მელნიკი).
ეპისკოპოსმა ისაუბრა თემების ცხოვრების შესახებ, რომლებიც დარჩნენ თავისი ტაძრების გარეშე და იძულებული არიან ჩაატარონ ღვთისმსახურება საგანგებოდ მოწყობილ შენობებში.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, უნეტარესი ონუფრის სახელით, მიტროპოლიტმა ანტონმს მადლობა გადაუხადა მეუფე ვლადიმერს და სამღვდელოებას ეკლესიის ერთგულებისათვის და გადასცა მათ საჩუქრად ღვთისმსახურებისათვის აუცილებელი ჭურჭელი.
შეგახსენებთ, რომ ადრე უმე-ს საქმეთა მმართველმა საეკლესიო ჭურჭელი გადასცა დევნილ თემს როვენის ოლქში.