კულტურის სამინისტრომ ლგბტ წიგნების შეძენა დასაშვებად მიიჩნია
ვალენტინ გაიდაი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ცდილობს აკრძალოს ლგბტ წიგნების შეტანა სკოლებში, განაცხადა, რომ ჩინოვნიკები უბიძგებენ სასამართლო უწყებისკენ.
უკრაინის კულტურის სამინისტრო ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს საბავშვო წიგნების შესყიდვაში «პრინცესა+პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად». ამაზე თავის facebook გვერდზე ისაუბრა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვალენტინ გაიდაიმ, რომელიც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანიის ინიციატორია.
«ჩვენ მივიღეთ პასუხი კულტურის სამინისტროდან, რომელიც ეხებოდა წიგნების შესყიდვას "პრინცესა+პრინცესა..." – განაცხადა მან. – აღმოჩნდა, რომ ჩინოვნიკებმა ვერ იპოვეს ვერანაირი დარღვევა აღნიშნული ლიტერატურის შეძენისას, თუმცა საკითხი ისე არ განხილულა, როგორც ხდება ასეთ დროს».
გაიდაის სიტყვებით, უახლოეს დღეებში ჩანიშნულია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილ პირთან ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ნიკოლაი კულებოისთან, და ის იმედოვნებს, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული და ნაყოფიერი.
«მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საერთო სურათი საკმაოდ პესიმისტურია. ჩინოვნიკები გამუდმებით გვიბიძგებენ მივმართოთ სასამართლო უწყებას ამ ,,ლიტერატურის'' შეძენის აკრძალვისათვის», – ჩამოაყალიბა ვალენტინ გაიდაიმ.
ადრე მჟკ წერდა, რომ უკრაინის ხელისუფლება ხარჯავს ბიუჯეტურ თანხას ბავშვებში პროპაგანდა გაუწიოს ლგბტ-ს. ასე შეიძინეს უკრაინის კულტურის სამინისტრომ და «უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა» 666 ათასი გრივნის ღირებულების 1240 ოდენობით წიგნი პატარებისთვის «პრინცესა+პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად», რამაც უკრაინის მოსახლეობაში უარყოფითი გამოხმაურება და კრიტიკა გამოიწვია.
ვალენტინ გაიდაიმ და მისმა თანამოაზრეებმა მოიპოვეს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ამ წიგნის მავნებლობას ბავშვებისთვის, შეიმუშავეს კანონპროექტი მის ასაკრძალად საბავშვო ბიბლიოთეკებსა და სკოლებში.