15 იანვრიდან წმინდა სოფიას ტაძარში შესვლა არამუსულმანთათვის ფასიანი იქნება
ტურისტები წმინდა სოფიას ტაძრის ვიზიტისთვის 25 ევროს გადაიხდიან.
2024 წლის 15 იანვრიდან სტამბულის ხელისუფლებას შემოაქვს წმინდა სოფიას ტაძრის შერჩევითი ვიზიტის პრაქტიკა. ყველა, ვინც ტაძარში არამუსულმანურ ლოცვაზე შევა, 25 ევროს გადაიხდის, იუწყება თურქული რესურსი NTV.
ტაძარში, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ მოქმედ მეჩეთად გადააქცია, ორგანიზებულია მარშრუტები, რომელთა მეშვეობით ტურისტები ხელს არ შეუშლიან მუსულმანთა ღვთისმსახურებებს.
ტურისტები სოფიაში სამხრეთის შესასვლელიდან შევლენ და გვირაბით გალერეაში მოხვდებიან.
„იმ სისტემის წყალობით, რომელიც წმინდა სოფიოს ტაძარში QR-კოდის დანართით არის რეალიზებული, მნახველებს ინფორმაციის მიღება 23 ენაზე შეუძლიათ ისე, რომ მორწმუნეები არ შეაწუხონ, თავიანთი მობილური ტელეფონების ყურსასმენებით ან ერთჯერადი ყურსასმენებით, რომლებიც მათ მიეწოდებათ“, - ნათქვამია ცნობარში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ერდოღანმა წმინდა სოფიას ტაძარს თურქული ეპოქის სიმბოლო უწოდა.