ფანარის მეთაურმა განაცხადა თავისი „უფლებამოსილებების“ შესახებ, რომლებიც მან ღმერთისგან მიიღო

14 January 18:13
1915
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეო. ფოტო: orthodoxianewsagency კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეო. ფოტო: orthodoxianewsagency

პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მისი მტკიცე გადაწყვეტილებით ის შეასრულებს თავის უფლებამისილებებს, იმიტომ რომ „ეს ჩვენი ცხოვრება და ჩვენი კურთხეული უნიკალურობაა“.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ თავისი „უფლებამოსილებები“ მან ღმერთისგან მიიღო, იუწყება გამომცემლობა  orthodoxianewsagency.gr.

სტამბულის სხვადასხვა ტაძრის მგალობლებთან შეხვედრაზე ფანარის მეთაურმა თქვა, რომ ძალიან ხშირად ის „მარტოობაში იმყოფება“ და „გვიან ღამემდე მუშაობს საპატრიარქო სამმართველოში და წმინდა საქმეებით დედა-ეკლესიას ემსახურება“.

საკუთარი მდგომარეობა მან მგალობელს შეადარა, რომელიც ტაძარში გალობს „ყოველგვარი დახმარების, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ უფლის წინაშე“.

პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, უფალმა მას დააკისრა „უფლებამოსილებები ადამიანთა სიწმინდეების წინაშე წმინდა ვალის გადახდაში, რომელიც ჩვენმა პატიოსანმა  მამებმა გვიანდერძეს“.

„ჩვენ უარს არ ვამბობთ ბრძოლაზე, არ დავუშვებთ დროშას“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა და ჰეროდოტეს ციტატა მოიყვანა, სადაც ნათქვამია, რომ თერმოპილეს დამცავი ბერძნები იყვნენ მცირერიცხოვანნი, მაგრამ შეუდრეკელნი“.

პატრიარქმა ბართლომემ განაგრძო, რომ „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ და არა მარტო იმიტომ, რომ ვალდებულება გაგვაჩნია, არამედ იმიტომაც, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი კურთხეული უნიკალურობა“.

„სხვა არაფერი არ გაგვაბედნიერებს, გარდა ღვთისადმი ღირსეული და ოპტიმისტური მსახურებისა, რაც წმინდად და კურთხეულად მიგვაჩნია. ამის გამო ღირს საკუთარი „მშვიდობისა“ და „სიმშვიდის“ დათმობა, ვინაიდან ეს მართლაც მნიშვნელოვანია“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ფანარის მეთაურის სიტყვებით, ჩვენ ძალზე ხშირად ვითხოვთ პრივილეგიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ