მოსკოვის საეპარქიო სასამართლომ „გაათავისუფლა“ მამა ალექსეი უმინსკი
სასამართლომ განაცხადა, რომ უმინსკიმ „ლოცვა გამარჯვებისთვის“ არ წაიკითხა და ამით ჩაიდინა „დანაშაული“.
2023 წლის 13 იანვარს გაიმართა მოსკოვის საეპარქიო სასამართლოს მესამე სხდომა „მამა ალექსეი უმინსკის საქმეზე“, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მღვდლის განთავისუფლების შესახებ, იუწყება ,,ნოვაია გაზეტა''.
ამ შეხვედრაზე, ისევე როგორც წინა ორ შეხვედრაზე, უმინსკი არ იმყოფებოდა. საეკლესიო სასამართლოს წესით, მესამე კრებაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ბრალდებულის დაუსწრებლად. რაც გაკეთდა კიდეც.
„ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საეკლესიო სასამართლოს შესახებ დებულების 45, პუნქტი 3 : აღიაროს, რომ 25-ე წმიდა მოციქულთა წესის საფუძველზე, მამა ალექსეი უმინსკი ექვემდებარება წოდების ჩამორთმევას სამღვდელო ფიცის დარღვევისთვის ( ფიცის დამრღვევი) - უარის თქმა საპატრიარქო კურთხევის შესრულებაზე საღვთო ლიტურგიაზე წმინდა რუსეთისთვის ლოცვის წაკითხვაზე“, - დადგენილებას ციტირებს ,,ნოვაია გაზეტა’’.
ეს გადაწყვეტილება ძალაში პატრიარქ კირილის მიერ დამტკიცების შემდეგ შევა.
ადრე მჟკ წერდა, რომ მოსკოვში ომის საწინააღმდეგო პოზიციით ცნობილი მღვდელი აკრძალეს.