დუმენკო და მეუ ანათემირებული იყო ელადის ეკლესიის კიდევ ერთი კლირიკოსის მიერ
პროტოპრესვიტერმა მათე ვულკანესკუმ წარმოთქვა ანათემა მეუ-ს ტომოსისა და აგრეთვე იმ სწავლების მიმართ, რომლის თანახმად ფანარის მეთაური „უპირველესია თანასწორთა გარეშე“.
2021 წლის 21 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსმა, პროტოპრესვიტერმა მათე ვულკანესკუმ ანათემას გადასცა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ეპიფანე დუმენკო და ყველა, ვინც მასთან ურთიერთობს, იუწყება Мyrophoros.blogspot.com.
მართლმადიდებლობის ზეიმის მსახურების დროს მღვდელმსახურმა მათე ვულკანესკუმ, შარშანდელის მსგავსად, ანათემას გადასცა „ავტოკეფალიის ტომოსი“, აგრეთვე „უკრაინის ახალი, ერეტიკული, განხეთქილების ფსევდო-ეკლესია კიევისა და სრულიად უკრაინის ცრუ-მიტროპოლიტის, ერეტიკოს ეპიფანე დუმენკოს წინამძღვრობით და ყველა, ვინც მასთან ურთიერთობაშია“.
გარდა ამისა, მან ანათემას გადასცა „ერეტიკული ღვთისმეტყველება „უპირველესი თანასწორთა გარეშე“ (primus sine paribus), გამოხატული ანტიკანონიკურ „ავტოკეფალიის ტომოსში“, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიანიჭა ეპიფანე დუმენკოს უკრაინული განხეთქილების დაჯგუფებას და მის ცრუ საეპისკოპოსოს“.
პროტოპერესვიტერმა მათე ვულკანესკუმ აგრეთვე ანათემას გადასცა „პაპის პირველობის ერესი და პაპიზმის ნებისმიერი ფორმა, რომელიც შემოიღეს მართლმადიდებლურ საეკლესიო წყობაში (ის იღებს სათავეს იმ დროიდან, როდესაც მოციქულები შეიკრიბნენ იერუსალიმში) და განსაკუთრებით ვრცელდება დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ელადის ეკლესიის კლირიკოსმა ანათემას გადასცა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია და დუმენკო.