ელადის ეკლესიის კლირიკოსმა მეუ და დუმენკო ანათემას გადასცა

23 March 2021 21:10
76
პროტოპრესვიტერი ანგელოს ანგელაკოპულოსი. ფოტო: myrophoros.blogspot.com პროტოპრესვიტერი ანგელოს ანგელაკოპულოსი. ფოტო: myrophoros.blogspot.com

ელადის  მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ანათემას გადასცა დუმენკო და ყველა, ვინც ზიარ  იყო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებებთან.

2021 წლის 21 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე ელადის  ეკლესიის კლირიკოსმა, პროტოპრესვიტერმა ანგელოს ანგელაკოპულოსმა ანათემას გადასცა მ.ე.უ და მისი ხელმძღვანელი ეპიფანე დუმენკო, იუწყება Мyrophoros.blogspot.com.

მღვდელმა „სინოდიკონის“ ტრადიციულ ტექსტში, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას იკითხება, შეიტანა რამდენიმე ანათემატიზმა, რომელთა შორის გაიჟღერა ანათემებმა:  „უკრაინის განხეთქილების ფსევდო-ეკლესიას, ერეტიკოსის, კიევისა და სრულიად უკრაინის ცრუ-მიტროპოლიტის ეპიფანე დუმენკოს ხელმძღვანელობით და ყველას, ვინც საიდუმლოთა ზიარი იყო, ანათემა“.

პროტოპრესვიტერმა ანგელოს ანგელაკოპულოსმა აგრეთვე ანათემას გადასცა „ეგრეთ წოდებული „ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ“, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა უკრაინის ფსევდო-ეკლესიას“.

„სინოდიკონში“ ახალი ანათემატიზმების ჩამატების პრაქტიკა სიახლეს არ წარმოადგენს და ემსახურება თანამედროვეობის მიმდინარე პრობლემებზე საღვთისმეტყველო პასუხის გაცემას.

პროტოპრესვიტერი ანგელოს ანგელაკოპულოსი დაიბადა 1981 წლის 23 ოქტომბერს ფარსალში. სწავლობდა ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე არისტოტელეს უნივერსიტეტში სალონიკში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2003 წელს. 2008 წელს მან ასევე წარჩინებით მიიღო მაგისტრის ხარისხი და ამ მომენტში იგივე ფაკულტეტის დოქტორანტია.

2012 წლის 31 მარტს მიტროპოლიტ სერაფიმე პირეელის მიერ პრესვიტერად იყო ხელდასხმული. წელიწადნახევრის განმავლობაში ის იყო პირეის მიტროპოლიის მწვალებლობისა და რელიგიების განყოფილების მდივნის თანამდებობაზე. 2019 წლის სექტემბერში გადაიყვანეს კიტირისა და ანტიკიტირის ეპარქიაში, სადაც დღემდე მსახურობს.

პროტოპრესვიტერი ანგელოსი ХХ საუკუნის დასასრულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ათონელი ბერის, გრიგორიატის მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტ გიორგის (კაპსანისი) სულიერი  შვილია.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსი უკანასკნელი წლების ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ