საქმეთმმართველი: მხოლოდ უმე ინარჩუნებს დღემდე უკრაინის ერთიანობას

22 March 2021 23:40
19
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს საქმეთმმართველი. Фото: скриншот видео на YouTube-канале Одесской епархии ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს საქმეთმმართველი. Фото: скриншот видео на YouTube-канале Одесской епархии

მიტროპოლიტი ანტონისთვის გაუგებარია, რატომ ებრძვიან უკრაინაში კანონიკურ ეკლესიას, რომელიც უკრაინის რეგიონების ერთადერთი გამაერთიანებელია.

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია ინარჩუნებს უკრაინის ერთიანობას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბოლომდე შენარჩუნდეს ეს ერთობა, აღნიშნა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საქმეთმმართველმა ბროვარისა და ბორისპოლის მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩი) ტელეპროექტ ,, ლიცას’’ ახალ გამოშვებაში, რომელიც გამოქვეყნდა ოდესის ეპარქიის YouTube არხზე.

მიტროპოლიტი ანტონის სიტყვებით, ერთიანობის შენარჩუნება, რომელიც აქვს კანონიკურ ეკლესიას, ძალიან მნიშვნელოვანია. «შესაძლებელია, ეს ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფია, რომელიც იძლევა მომავალში განვითარების პერსპექტივას», – თქვა მან.

«ამიტომაც, თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ ებრძვიან ასე ჩვენს ეკლესიას, რომელიც რეალურად ინარჩუნებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთიანობას», – გაუგებარია მიტროპოლიტ ანტონისათვის.

საქმეთმმართველმა ხაზი გაუსვა, რომ უმე-ს თითოეული სამშვიდობო პროექტი არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ მიზნებთან, არამედ დაკავშირებულია სამშობლოს სიყვარულთან.

«ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვიყვარს ჩვენი ღვთისმოშიში ერი და, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან ჩვენზე,  ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანების სული სიხარულითა და სიყვარულით აღვავსოთ.

იმისათვის რომ ჩვენ ვცხოვრობდეთ წარმატებულ ქვეყანაში, რომელიც აყვავდება, ჩვენ საკუთარი ხელით გავამრავლებთ იმ სიმდიდრეს, რომლითაც ასეა დაჯილდოებული ჩვენი სამშობლო», – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონიმ.

როგორც ადრე მჟკ წერდა, უმე-ს ლიტანიობაზე ხარკოვში მორწმუნენი ლოცულობდნენ უკრაინის მშვიდობისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ