ზელენსკის დროს ნაკლებად ესმით ეკლესიის საკითხი,ვიდრე პოროშენკოს - დეპუტატი
როსტისლავ პავლენკო თვლის, რომ ზელენსკის მთავრობის წევრები ხშირად მხარს უჭერენ უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას.
2021 წლის 18 მარტს პარტია «ევროპული სოლოიდარობა» წევრი როსტისლავ პავლენკო საკენ აიმურზაევთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის მმართველობის დროს ნაკლებად ესმით «ეკლესიური საკითხების» მნიშვნელობა, ვიდრე ადრინდელი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მმართველობის დროს.
აიმურზაევმა აღნიშნა, რომ პავლენკო «ყოველთვის ერკვეოდა და ერკვევა ეკლესიის საკითხებში» და დეპუტატს ჰკითხა, რამდენად აქტუალურია უმაღლეს რადაში ელესიის საკითხი.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას პავლენკომ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ვილაპარაკოთ არა უმაღლეს რადაზე, არამედ უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, «სადაც სამწუხაროდ არ შეიმჩნევა რელიგიური საკითხებისადმი საჭირო ყურადღება, აღმსარებლობის თავისუფლება და რუსი აგრესორების მხრიდან ეკლესიის გამოყენება ჰიბრიდულ ომში... საკითხის ასეთი გააზრება ნაკლებადაა, ვიდრე პრეზიდენტ პოროშენკოს მმართველობის დროს».
ამის ნაცვლად, ამბობს პავლენკო, «ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესისას, რომელიც ერთიანობაშია მოსკოვის საპატრიარქოსთან».
ადრე მჟკ წერდა, რომ როსტისლავ პავლენკომ დევნილი თემების კრება დაადანაშაულა სახელმწიფო უსაფრთხოების დარღვევის მცდელობაში.