უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი აღნიშნავს ბერად აღკვეცის 50 წლისთავს

19 March 2021 21:10
33
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

1971 წლის 18 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი წინამძღოლი ბერად იქნა აღკვეცილი და სახელი ეწოდა ღირსი ონუფრი დიდის პატივსაცემად.

2021 წლის 18  მარტს შესრულდა უმე-ს წინამძღოლის,  კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის ბერად აღკვეცის 50 წელი, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-განმანათლებელი განყოფილება.

1971 წელს, პატრიარქის მოსაყდრის, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტის  პიმენის და  სერგიევ-სამების ლავრის არქიმანდრიტ ავგუსტინის (სუდოპლატოვი) კურთხევით მომავალი წინამძღოლი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერად იქნა აღკვეცილი და ეწოდა სახელი ღირსი დიდი ონუფრის პატივისცემის ნიშნად. ბერად აღკვეცა აღასრულა სერგიევ-სამების მონასტრის მღვდელმსახურმა, მომავალი მიტროპოლიტი ჩებოქსარის და ჩუვაშეთის,  არქიმანდრიტმა ვარნავამ (კედროვი).

იმავე წლის 20 ივნისს ბერი ონუფრი დანიშნეს ბერ-დიაკვანად, შემდეგი წლის შობას-აიყვანეს არქიმანდრიტის  ხარისხში.

1988 წლის 20 ივნისიდან 1990 წლის ნოემბრამდე იყო ნაცვალი პოჩაევოს წმინდა მიძინების ტაძარში. 1990 წლის 24 ნოემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით უმე-ს არქიმანდრიტი ონუფრი(ბერეზოვსკი) დანიშნულ იქნა ჩერნოვიცკის და ბუკოვინის ეპისკოპოსად. საეპისკოპოსო ხელდასმა შესრულდა 9 დეკემბერს, იერარქის ხელდასმა აღასრულა კიევისა და სრულიად უკრაინის ყოფილმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა, რომელიც შემდგომ  განხეთქილებაში გადავიდა და გახდა კიევის საპატრიარქოს მეთაური.

1992 წელს მეუფე ონუფრი იყო იმ ეპისკოპოსებს შორის, რომლებიც მტკიცედ გამოვიდნენ იმჟამინდელი მიტროპოლიტის, ფილარეტ დენისენკოს  არაკანონიკური ქმედებების წინააღმდეგ.

1994 წელს მეუფე აყვანილ იქნა არქიეპისკოპოსის ხარისხში, 2000 წელს- გახდა ჩერნოვიცის და ბუკოვინის მიტროპოლიტი, ხოლო 2014 წლის 13 აგვისტოს ფარული კენჭისყრის შედეგებით არჩეულ იქნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად,  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად.

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი არაერთხელ ამბობდა, რომ  როგორი  მორჩილებაც არ ჰქონდეს, თავმდაბალ ბერად მიიჩნევს თავს.

შეგახსენებთ, რომ ადრე უნეტარესმა ისაუბრა თავისი წინამძღვრული მსახურების მთავარ მიზანზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ