მართლმადიდებლობის ზეიმის ლიტანიობა ჭეშმარიტების დასტურია, - უმე-ს იერარქი

18 March 2021 22:50
35
ჩერკასოისა და კანევსკის არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო: cherkasy.church.ua ჩერკასოისა და კანევსკის არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო: cherkasy.church.ua

არქიეპისკოპოსი თეოდოსი თვლის, რომ მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს უმე-ს ლიტანიობა  წარმოადგენს ეკლესიის შინაგან აუცილებლობას, რომელმაც გაუძლო ღალატს და თავდასხმებს.

მართლმადიდებლობის ზეიმის ლიტანიობა 2021 წელს ეს ჭეშმარიტების დასტური და ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაა. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერკასკის ეპარქიის მმართველმა, ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა თქვა  მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში. 

„ბევრ მორწმუნეს ახლა გაუჩნდა შეგრძნება იმისა, რომ ეკლესია და საზოგადოება დღეს დიდი ცვლილებების წინაშე დგანან, - აღნიშნა იერარქმა. - იცვლება ხალხის შეგნება, იმსხვრევა სტერეოტიპები, ხდება ფასეულობათა გადაფასება“.

ამ ფონზე, დაამატა მან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წლების განმავლობაში  სულ უფრო მზარდი წნეხის ქვეშ იმყოფება, სულ უფრო მეტ ზეწოლასა და შევიწროვებას განიცდის: „ხდება ანტიეკლესიური კანონების მიღება, ირღვევა კონსტიტუცია, იტაცებენ ტაძრებს, ცემენ მორწმუნეებს. საკუთარ ქვეყანაში, თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში მილიონობით მართლმადიდებელ  მორწმუნეს აიძულებენ, რომ თავი დევნილებად იგრძნონ“.

და აი, ხაზი გაუსვა მღვდელმთავარმა, ეკლესია კვლავ  სრულიად უკრაინულ ლიტანიობაზე გამოდის - თავის ეპარქიებში.

,,თუ პირველი მაშტაბური ლიტანიობა 2016 წელს ბევრმა აღიქვა როგორც ღვთის კურთხევა მოსალოდნელი  საერთო განსაცდელის წინ, დღეს ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფრო შინაგანი აუცილებლობაა - ადიდებული მდინარის, რომელიც ლოცვით გადმოდის თავისი კალაპოტიდან. ეკლესია არ შედრკა ღალატისა და თავდასხმის წნეხის ქვეშ, მან გაუძლო, გაძლიერდა და გაკაჟდა.

მართლმადიდებლობის ზეიმის 2021 წლის ლიტანიობა ეს ღვთის სამადლობელია, ჭეშმარიტების დასტური, ამქვეყნიური სიცრუისა და ტყუილის მხილება“, - დაასკვნა ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს კურთხევით, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიულ ცენტრებში გაიმართება ტრადიციული ლიტანიობა და დაუჯდომელი ლოცვა, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ