უკრაინის ბკე-ს მეთაური და მეუ-ს ,,მღვდელმსახურები’’ პირდაპირ ეთერში აიცრნენ
უკრაინის რელიგიური დაჯგუფებების ლიდერები აიცრნენ AstraZeneca -ს პრეპარატით, რომლის გამოყენებაც დღესდღეობით უსაფრთხოების მიზნით მსოფლიოს 20 ქვეყანაში შეაჩერეს.
16 მარტს უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური სვიატოსლავ შევჩუკმა, მეუ-ს მიხაილოვსკი მონასტრის «არქიმანდრიტმა» ლავრენტი ჟივჩიკმა უკრაინაში იუდეველთა გაერთიანების წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს COVID-ის საწინააღმდეგო აცრა. ტრანსლირებას უწევდა ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.
რელიგიურ ლიდერებთან ერთად აცრა დემონსტრაციულად გაიკეთეს მედიკოსებმა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელმა რელიგიურ საკითხებში ანდრეი იურაშმა.
შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ არ არსებობს რელიგიური მიზეზი აცრის აკრძალვისათვის, და ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ხელმისაწვდომი და ,,უსაფრთხო, მაგრამ ეს უკვე მედიკოსების კომპეტენციაში შედის, ვინც ვაქცინის სერთიფიცირებას ახდენს უკრაინაში’’.
«რამდენადაც სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები იძლევიან გარანტიას ამა თუ იმ პროდუქტის უსაფრთხოებაზე, ცხადია, ვფიქრობ სხვა მორალური მიზეზი ვაქცინაციაზე ,, დიახ’’ ან ,,არა’’ განვაცხადოთ არ არსებობს », – დაამატა სვიატოსლავ შევჩუკმა.
შეგახსენებთ, დემონსტრაციული ვაქცინაცია მოხდა კომპანია AstraZeneca (Covishield) ვაქცინით, რომელზეც უარს აცხადებენ ქვეყნები გვერდითი მოვლენების არსებობისა და არაეფექტურობის გამო.
ადრე მჟკ წერდა, რომ დღესდღეობით AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება შეწყვიტა დაახლოებით 20-ამდე ქვეყანამ.