იერუსალიმის იერარქი: მეუ-ს ძალადობრივი აქტი ზიზღს იწვევს მსოფლიოში

15 March 2021 15:00
29
ვოსტსკის მიტროპოლიტი ტიმოფეი (მარგარიტისი). ფოტო: Ромфея ვოსტსკის მიტროპოლიტი ტიმოფეი (მარგარიტისი). ფოტო: Ромфея

ეგრეთწოდებული მეუ-ს წევრების სამარცხვინო საქციელი ემსახურება მართმადიდებლური ეკლესიის მტრებს და აღრმავებენ განხეთქილებას, განაცხადა მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ (მარგარიტის).

ძალადობრივი აქტი იწვევს ძიძღს მთელს მსოფლიოში, და კიდევ უფრო სამარცხვინოა,როდესაც ამას სჩადიან ეგრეთწოდებული უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წევრები. თქვა  იერუსალიმის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, კვიპროსში უფლის უწმინდესი საფლავის ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ (მარგარიტისი)  მას მერე რაც უყურა ფილმს ,,ერთგულნი : სიყვარულის ჰიმნი», ფილმი გადაღებულია სოფელ ბუტინისა და კინახოვცის მორწმუნეთა ისტორიაზე.

«რამოდენიმე დღის წინ დამწუხრებულმა ვუყურე ფილმს უკრაინელ მორწმუნეთა და მღვდელმსახურთა დევნასა და შევიწროებაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას, მათზე მე მაქვს საკუთარი წარმოდგენა,– თქვა იერარქმა პუბლიკაციის კომენტარებში, რომელიც გამოქვეყნდა 14 მარტს რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მიერо. – ძნელია წარმოიდგინო, რომ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ მართმადიდებლობას, იმდენად იყვნენ სიძულვილით შეპყრობილი, რომ ძალადობრივი გზით იპყრობენ ტაძრებს, ამტვრევენ კარებს, სულიერად და პიზიკურად უსწორდებიან თავიანთ თანასოფლელებს, დევნიან მათ და ჰყოფენ ეკლესიას».

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ შეუწყნარებლობისა და ძალადობის აქტი, რომელი მხარიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, იწვევს ზიზღს და განსჯას მთელს მსოფლიოში.

«ეს მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ ამ ძალადობის ჩამდენები ძალიან შორს არიან ქრისტიანული სულისა და სწავლებისგან, რომელსაც ახასიათებს შემწყნარებლობა და სიყვარული მტრის მიმართაც კი. კიდევ უფრო სამარცხვინოა როდესაც ამას სჩადიან ეგრეთწოდებული უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წევრები ან მათი სახელიტ სჩადიან ამას ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით, იმის მიუხედავად, რომ ეს საქციელი წარმოადგენს კრიმინალს, რომელიც აღვივებს სიძულვილს ერთი ერის მორწმუნეებს შორის.

სინამდვილეში, დამატა მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ, მსგავსი საქციელი «ემსახურება მართმადიდებლური ეკლესიის მტრებს, აღრმავებს განხეთქილებას, ანგრევენ უკრაინის მართმადიდებლური მრევლის სულიერი განვითარების ხიდს, სადაც უმე ასრულებს თავის გადამრჩენელ მისიას ონუფრეს სულიერი ხელმძღვანელობით, მას აღიარებს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის უმრავლესობა».

«ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი დაგმობს ასეთ საქციელს, რომელიც წარმოადგენს ბოროტებას», – დააკონკრეტა იერუსალიმის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა.

შეგახსენებთ, ადრე ტიმოფეი ვოსტსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მთელ ქრისტიანულ სამყაროს უყვარს და  პატივს სცემს უმე-ს მიტროპოლიტს უწმინდეს ონუფრეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ