უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში ს. ზადუბროვკის 63 წლის კაცის ცემაზე ისაუბრეს

16 March 2021 09:05
22
უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი დიაკონი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი დიაკონი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua

თუ ხელისუფლება არ შეიმჩნევს უმე-ს მორწმუნეეებისა  და რელიგიური გაერთიანებების უფლებათა დარღვევას, ეს  კატასტროფას გამოიწვევს, ხაზი გაუსვა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების გამგემ, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა მოუწოდა ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ ზადუბროვკის ინციდენტის გამოძიებას, სადაც 2021 წლის 13 მარტს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ექვსმა ახალგაზრდა მომხრემ სასტიკად ცემეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიქაელის მრევლის 63 წლის მორწმუნე ვასილი ხაშჩიუკი.

კომენტარში, რომელიც გამოქვეყნებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების საიტზე, მღვდელმსახურმა მომხდარს სამარცხვინო საქციელი უწოდა, რომელიც „ნათლად აჩვენებს, რომ პროექტმა „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია“  ჩვენი  საზოგადოების  გაყოფა გამოიწვია რელიგიურ საფუძველზე“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „გაერთიანება ფაქტიურად არ მოხდა, როგორც ამაზე ბევრი ლაპარაკობს“, ტაძრებს იტაცებენ, ხალხს აიძულებენ უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლას, ხოლო სახელმწიფო მოხელეები  ამ სტრუქტურაში გაერთიანებების გადარეგისტრირებას აწარმოებენ „ყალბი გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც გაიცემა როგორც რელიგიური გაერთიანების გადაწყვეტილებები“.

„ისმის კითხვა, რა საჭიროა „უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიაში“ გადასვლა? - დაამატა მამა ალექსანდრემ. - კანონი ხომ იძლევა ნებისმიერ ეკლესიაში სიარულისა და ნებისმიერი სარწმუნოების მიღების უფლებას. თვით „უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნის ფაქტი არ ქმნის  რელიგიური გაერთიანების შეცვლის საფუძველს, მით უმეტეს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ მონაწილეობდა ამ ორგანიზაციის შექმნაში“.

იურიდიული განყოფილების უფროსი პრობლემას სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის პოლიტიკაში ხედავს. მან აღნიშნა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში არავინ არავის არ აკავებს, ადამიანებს  და რელიგიურ გაერთიანებეს შეუძლიათ გადავიდნენ იქ, სადაც სურთ. ამ ორი წლის განმავლობაში ვისაც გადასვლა უნდოდა, ყველა გადავიდა. ისმის კითხვა, რატომ აიძულებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებებს „უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიაში“ გადასვლას? და ამ სოფელშიც (ზადუბროვკა - რედ.) არის ხალხი, რომლებსაც არ სურთ ამ ახალშექმნილ სტრუქტურაში გადასვლა“. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანაშაულის  როგორც ყოფითი კონფლიქტის წარმოჩენა სურთ, ხელისუფლებას ხომ არ აწყობს იმის აღიარება, რომ კონფლიქტები რელიგიურ საფუძველზე ჩნდება. ამ სამარცხვინო დანაშაულის სამართლიანი და დეტალური გამოძიების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სამართალდამცავებს, რომლებიც ამ საქმეზე იმუშავებენ. <...> ვუსურვებ ბატონ ვასილს სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და მოთმინებას. მინდა აღვნიშნო, რომ თუ ხელისუფლება მომავალშიც არ შეიმჩნევს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეეებისა  და რელიგიური გაერთიანებების უფლებათა დარღვევას, ეს კატასტროფას გამოიწვევს“, - დაასკვნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების გამგემ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 13 მარტის ღამეს სოფელ ზადუბროვკაში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ექვსმა ახალგაზრდა მომხრემ სასტიკად ცემეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიქაელის მრევლის 63 წლის მორწმუნე ვასილი ხაშჩიუკი. როგორც მრევლის წინამძღვარი ყვებოდა, ვასილი ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და მშვიდობიანი ადამიანია სოფელში, ამიტომ მასზე თავდასხმა განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ