ზადუბროვკაში მეუ-ს აქტივისტებმა სასტიკად სცემეს უმე-ს მრევლი
ზადუბროვკაში მეუ-ს ექვსმა აქტივისტმა სასტიკად სცემა უმე-ს 63 წლის მრევლი ვასილი ხაშიუკი.
13 მარტს ღამით ჩერნოვიცის მხარის ს. ზადუბროვკაში მეუ-ს ექვსმა აქტივისტმა სასტიკად სცემა უმე-ს 63 წლის მრევლი ვასილი ხაშიუკი, წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესიიდან, იტყობინება ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
როგორც მჟკ-სთან ისაუბრა წმინდა მიქაელის სახელობის მღვდელმსახურმა ვიტალი დუროვმა, ეს იყო ვასილის მორიგეობის დღე, ის მოვიდა ღამის 12 საათზე, მაგრამ რადგანაც ტაძარში იყო ხალხი, და მეორე დღეს ის სამსახურში უნდა გასულიყო, სახლში გაუშვეს.
«00.30 საათზე ვასილი გავიდა ტაძრიდან. ტაძრიდან 300 მეტრში მას შეხვდა მეუ-ს ერთ-ერთი აქტივისტი. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. მოვიდა კიდევ 5 ადამიანი, ყველა ახალგაზრდა, 20 წლამდე თუ იქნებოდნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელის გარდაცვლილ ბაბუას კონფლიქტი ჰქონდა ტაძრის ყოფილ მღვდელთან მამა ლეონიდთან. მოკლედ ვასილიმ მიიღო თავის ტვინის შერყევა და დაბეჟილობები», – თქვა ზადუბროვკაში ტაძრის წინამძღვარმა.
მღვდელმსახურმე ცალკე ხაზი გაუსვა, რომ ვასილი - ჩვენს სოფელში ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი კაცია. მასზე თავდასხმა განსაკუთრებით ცინიკურად ჩანს.
ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ ხაშიუკზე თავდამსხმელებმა ზუსტად იგივენაირად სცემეს 2020 წლის მაისში უმე-ს მრევლი, მაგრამ დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული: «კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ზადუბროვკაში უკრაინის მოქალაქეების ტერორი? კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო?»
#ზადუბროვკა ❗️❗️❗️ დღეს მეუ-ს აქტივისტებმა სოფელ ზადუბროვკაში სცემეს 63 წლის უმე-ს მრევლი...
გამოქვეყნებულია ჩერნოვიცკო-ბუკოვინის ეპარქიაში 2021 წლის 12 მარტს, პარასკევს.
როგორც მჟკ წერდა, ზადუბროვკის მრევლი ქალბატონი ყვებოდა მეუ-ს აქტივისტების შტურმის დროს მომხდარ სასწაულზე.