პაპი იმედოვნებს, რომ რკე და ფანარიონი მიაღწევენ «სრულ ხილულ ერთიანობას»
რომის პაპი და კარდინალი კურტ კოხი იმედოვნებენ, რომის კათოლიკურ ეკლესიასა და ფანარიონს შორის შედგება ურთიერთშეთანხმება და ,,ხილული ერთიანობა’’.
2021 წლის 12 მარტს რომის პაპმა ფრანცისმა მისალოცი ბარათი გააგზავნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იტალიის ახალ მიტროპოლიტთან, სამხრეთ ევროპის ეგზარქოს პოლიკარტესთან (სტავროპულოსი), წერილში იმედი გამოთქვა, რომ რომის კათოლიკური ეკლესია და ფანარიონი მიაღწევენ ,,საბოლოო ერთიანობას’’, იუწყება ,,ვატიკანის’’ ოფიციალური საიტი.
რომის პაპს სჯერა, რომ კათოლიკები და მართმადიდებლები შესძლებენ, «ღვთის შეწევნით, ეზიარონ სრულ შეთანხმებას და თვალნათლივ ერთიანობას».
გარდა ამისა, კარდინალმა კურტ კოხმა, რომის პაპის მრჩეველთა საბჭოს პრეზიდენტმა ქრისტიანთა ერთიანობის საკითხებში, ფანარიონის იერარქს შეახსენა «ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ღვთის სიტყვის შესრულებაში, ახალი თაობის აღზრდაში და გაჭირვებულთა შეწევნაში».
კარდინალის სიტყვებით, «ეს ძმური თანამშრომლობა გამოწვეულია ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობის აღდგენაში კონკრეტული და ეფექტური საფუძველის ჩასაყრელად».
იტალიის ახალმა მიტროპოლიტმა შეცვალა ეპისკოპოსი გენადი (ზერვოსა), რომელიც გარდაიცვალა 2020 წლის ოქტომბერს.
მიტროპოლიტი პოლიკარტეს ინტრონიზაციის პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ ავსტრიის მიტროპოლიტი(კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს) , უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი; ყირინეის მიტროპოლიტი (კვიპროსის მართმადიდებლური ეკლესია) ქრიზოსტომი და კვიპროსის მართმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი იოანე.
ასევე ესწრებოდნენ ვენეციის «პატრიარქი» მორალია, რომის პაპის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ქრისტიანთა ერთიანობის საკითხებში ბრაიან ფარელი და ამბროჯი სპრეაფიკო, იტალიის კათოლიკური საეპისკოპოსოს წარმომადგენელი.
ადრე მჟკ წერდა, რომ რომის მართმადიდებლური ეკლესია მიესალმება ფანარიონის იდეას 2025 წლის აღდგომის ერთობლივად აღნიშვნასთან დაკავშირები.