მეუ-ში ბავშვებს ჩვენდამი სიძულვილით ზრდიან,- უმე-ს მორწმუნე ს.ზადუბროვკიდან

14 March 2021 17:05
33
ნატალია, წმინდა მიქაელის სახელობის ტაძრის მრევლი ზადუბროვკაში. ფოტო: скриншот/YouTube-канал «Витражи» ნატალია, წმინდა მიქაელის სახელობის ტაძრის მრევლი ზადუბროვკაში. ფოტო: скриншот/YouTube-канал «Витражи»

ძნელია აუხსნა ბავშვს მეუ-ს წარმომადგენელთა აგრესია და რატომ ეძახიან მას „მოსკალიკს“, აღნიშნა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნემ ზადუბროვკიდან.

მეუ-ს მომხრეთა „პატრიოტიზმის“ წყალობით, მათი შვილები  კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებისადმი ზიზღით იზრდებიან, აღნიშნა ნატალიამ, ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ ზადუბროვკის წმინდა მიქაელის ტაძრის წევრმა YouTube-არხის „ვიტრაჟების“ კომენტარში.

ბავშვებისთვის აგრეთვე ძნელი ასახსნელია, რომ ხალხი, ვინც თავს მორწმუნეებს უწოდებენ, შეუძლიათ ასეთი ძლიერი აგრესიის გამომჟღავნება, თქვა ნატალიამ.

„ბავშვი მოდის და კითხულობს: „დედა, ვინ არის მოსკალიკი?“. ბავშვს მოსკალიკს ეძახიან!“ - ყვებოდა ის.

„როგორ ავუხსნა ბავშვს, რომ ეს სხვა რელიგიური შტოა? - კითხულობს ის. - სიყვარული უნდა იყოს, მოყვასისადმი ელემენტარული პატივისცემა.  „პატრიოტიზმზე“ გაზრდილ მათ  შვილებს  ჩვენ ვეზიზღებით, გესმით?! ამის ატანა ძალიან ძნელია“.

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნე ჩიოდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა ზიზღის გამო მას  მანქანის გაჩერებაც არ შეუძლია  ტაძართან.

„მოშორებით ვაჩერებ, იმიტომ რომ ისეთი მომენტები ყოფილა, როცა  საბურავებს ხვრეტდნენ და მანქანის ზედაპირს აზიანებდნენ“, - აღნიშნა მან.

თუმცა ზადუბროვკის მორწმუნეები მძიმედ ეგუებიან სიტუაციას, მაგრამ დადებითი მომენტებიც არის, თქვა ნატალიამ.

„ჩვენი მართლმადიდებელი ოჯახი იზრდება და მტკიცდება, - ხაზი გაუსვა მან. - ჩვენ რაღაცის დათმობას ვსწავლობთ. ძნელია რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ აგრესიას აწყდები. ვცდილობთ არაფერი ვთქვათ“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნე გოგონა  ზადუბროვკიდან ყვებოდა, როგორ დევნიან მას სკოლაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ