უმე-ს მღვდელმსახურმა მიიღო მონაწილეობა რუმინეთის ეპისკოპოსის ხიროტონიაში
ჩერნოვიცა-ბუკოვინის ეპარქიის კლირიკმა მოულოცა ახალ რუმინელ ეპისკოპოსს და მოუყვა რუმინეთის ეკლესიის იერარქებს დევნაზე, რომელსაც განიცდიან უმე-ს მორწმუნეები.
კვირას, 7 მარტს, ჩერნოვიცა- ბუკოვინის უმე-ს ეპარქიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ნიკოლაი პოპესკუმ მიიღო მონაწილეობა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დევას ეპარქიის ვიკარის,ჰუნედოარის ეპისკოპოს ნესტორის ხიროტონიაში, განაცხადეს ჩერნივიცა-ბუკოვინის ეპარქიის პრეს-სამსახურში.
ხიროტონია ქალაქ დევაში ჩაატარეს ტრანსილვანიის მიტროპოლიტმა ლავრენტიმ (სტრაზა) და კიდევ ექვსმა რუმინელმა მღვდელმთავრებმა.
მამა ნიკოლაიმ გადასცა ახალ ეპისკოპოსს ჩევრნოვიცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტ მელეთისაგან მილოცვები და საჩუქრები.
უმე-ს მღვდელმა მოუთხრო რუმინეთის ეკლესიის იერარქებს რეალურ სიტუაციაზე უკრაინაში, ტაძრების მიტაცებაზე, კანონიკური ეკლესიის მორწმუნეების დევნასა და მათის უფლებების დარღვევაზე.
რუმინელმა მღვდელმთავრებმა უსურვეს უმე-ს სასულიერო პირებს და მორწმუნეებს რწმენაში გაძლიერება და აღუთქვეს, რომ ლოცვით შეეწევიან დევნილებს ამ რთულ დროს.
როგორც მჟკ იუწყებოდა, იმავე დღეს იასაში უმე-ს წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა რუმინეთის ეკლესიის სხვა ეპისკოპოსის ხიროტონიაში.