ვინიცის ეპარქიაში ყვებოდნენ, როგორ ართმევდა შოსტაცკი ფერიცვალების ტაძარს
ვინიცის გაერთიანების საკათედრო ტაძრის „მშვიდობიანი გადასვლა“ მეუ-ში ჩაატარეს ყოველგვარი კრებისა და კენჭის ყრის გარეშე: ხალხი უბრალოდ ფაქტის წინ დააყენეს.
ყოფილი მნათე, რომელიც მრავალი წელი მსახურობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექს-მოტროპოლიტის სვიმეონის (შოსტაცკის) მიერ მიტაცებულ ვინიცკის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში, ყვებოდა მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღოდნენ გაერთიანების ტაძრის „მშვიდობიან გადასვლას“ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში.
როსტისლავ ზაგრანიჩნის მიერ მონათხრობი, რომელიც კანონიკური ეკლესიის ერთგული დარჩა და ახლა ვინიცის ჯვართამაღლების ტაძრის მორჩილი და ვინიცისა და ბარსკის მიტროპოლიტ ბარსონოფეს (სტოლიარი) იპოდიაკონია, 2021 წლის 10 მარტს გამოქვეყნდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცის ეპარქიის YouTube-არხზე.
„მეუფე სვიმეონი ბოლო დრომდე ამბობდა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ქადაგებაშიც თქვა: „მე არსად არ მივდივარ“, - ყვებოდა როსტისლავი, რომელიც იმ მოვლენების უშუალო თვითმხილველი იყო. - როგორც ჩემთვის ცნობილია, კეთილმოწეწე მღვდლების კრებაზე ის ყველას ეუბნებოდა, რომ არსად არ მიდის. ტაძარში არავითარი კრება არ ყოფილა, არავის არ გავუფრთხილებივართ, უბრალო ფაქტის წინაშე დაგვაყენეს - ან რჩები, ან მიდიხარ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საეკლესიო დოკუმენტები გაყალბებული იყო და ამგვარად, თითქოს მშვიდობიანი გზით, გაერთიანება გადავიდა უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში“.
იმის შესახებ, რომ „მეუფეს სურს უკრაინის ადგილობრივ ეკლესიაში წასვლა“, ეკლესიის მსახურებს შეატყობინა განხეთქილებაში გადასულმა მამა ვლადისლავმა დემჩენკომ, რომელმაც მსახურების მერე ყველა მესანთლესთან შეკრიბა.
„არავითარი კენჭის ყრა არ ყოფილა, კრება არ ყოფილა, ყველაფერი ფარულად და მოტყუებით ხდებოდა. ჩვენ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. თანაც მამა ვიტალი გოლოსკევიჩი, რომელიც ტაძარში დარჩა, ამბობდა: „ეს როგორ? ჩვენ არავინ არაფერი არ გვითხრა, არც შეგვკრიბეს“, - აღნიშნა ტაძრის ყოფილმა მნათემ.
ბოლო კვირას, ე.წ. „გამაერთიანებელი კრების“ წინ, როსტისლავის სიტყვებით, შოსტაცკისთან ჩამოვიდა ექს-მიტროპოლიტი ალექსანდრე (დრაბინკო) და ხელისუფლების წარმომადგენლები. ძირითადი მოვლენები, დაამატა მან, პარასკევს ხდებოდა.
„ძალიან ბევრი ხალხი იყო, უცხო მამაკაცები. ფერიცვალების ტაძარში ჩემი 12 წლიანი მორჩილების განმავლობაში ყველა პირადად გავიცანი. ისინი მთელ მსახურებას ესწრებოდნენ. იმ დღეს მამა ვლადისლავ დემჩენკო, ვინიცის ეპარქიის ყოფილი მდივანი, უცხო ხალხს ახლდა, აჩვენა მათ დერეფნები, ყველა გასასვლელ-გამოსასვლელი. იმავე დღეს ჩვენი დაცვა გადააყენეს, მათი ადგილი კი უცხოებმა დაიკავეს, ჭიშკარს ბოქლომი დაადვეს.
<...> შაბათს ღვთისმსახურებაზე ბევრი ხალხი იყო, ტაძრის დაახლოებით ორი მესამედი გაივსო. და როდესაც ლიტურგიის დროს არქიდიაკონმა ნიკოლოზ კრავეცმა განხეთქილების საწინააღმდეგო ლოცვის წინ წარმოთქვა ასეთი სიტყვები: „მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ“, პირჯვარი არავინ არ გადაიწერა და მუხლი არავინ არ მოიდრიკა“, - ყვებოდა მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის მიტაცებული ტაძრის ყოფილი მნათე.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ბარსანოფემ (სტოლიარი) გაიხსენა, რომ შოსტაცკი უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაზე 2014 წელს ლაპარაკობდა.