ვინც ეკლესიის საკითხს აყენებს,დროებით „თავის წარმოჩენას“ ცდილობს,- ზელენსკი

10 March 2021 22:05
25
ვლადიმირ ზელენსკი. ფოტო: strana.ua ვლადიმირ ზელენსკი. ფოტო: strana.ua

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეკლესიის საკითხის „გაბერვა“ საზოგადოების განხეთქილებას იწვევს.

2021 წლის 9 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხალხი, ვინც დღეს „ეკლესიის საკითხს“ აყენებს, დროებით „თავის წარმოჩენას“ ცდილობს, იუწყება გამომაცემლობა «Страна».

ფორუმზე „უკრაინა 30. კულტურა. მედია. ტურიზმი“ სახელმწიფოს მეთაურმა თავის გამოსვლაში  უკრაინული ენის სტატუსის შესახებ კითხვას უპასუხა:  „კონსტიტუციაში ყველაფერი ნათლად წერია - ერთადერთი სახელმწიფო ენა - უკრაინული“, ხოლო „ყველა, ვინც აყენებს ნაციონალობის საკითხს, ენის საკითხს, ეკლესიის საკითხს - ეს ის ხალხია, ვისაც დროებით „თავის წარმოჩენა“ სურს, სამწუხაროდ, ამას ბევრი ადამიანისთვის ცუდი შედეგები მოაქვს“.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ყველა ეს შედეგი საზოგადოების განხეთქილებას იწვევს“, ხოლო „თუ რომელიმე კანონი დეპუტატებს არ მოსწონთ, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნიან ისინი, თუ  ამ საკითხში ისინი უსამართლობას ხედავენ, ამაზე ლაპარაკი ნორმალურია, მაგრამ უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი დიალოგი“.

ამასთან ერთად ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ  უკრაინის ყველა მოქალაქისთვის კომფორტული პირობები უნდა იყოს შექმნილი.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მორწმუნეთა მიმართვა პასუხის გარეშე დატოვა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ