უმე-ს დევნილმა თემმა მიმართა პრეზიდენტს და ადგილობრივ ეკლესიებს

09 March 2021 20:10
32
უმე-ს დევნილი თემის წარმომადგენლები. ფოტო: СПЖ უმე-ს დევნილი თემის წარმომადგენლები. ფოტო: СПЖ

უმე-ს საზოგადოების წევრებმა შეკრებაზე, რომელთაც წაართვეს ტაძრები, პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვეს შეწყდეს უკრაინის მოქალაქეების დისკრიმინაცია რელიგიური კუთხით.

2021 წლის 22 თებერვალს დევნილი თემის წარმომადგენლებმა შეკრებაზე ,,მართალნი’’  მოამზადეს ვიდეო მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ თხოვნით დაიცვას მათი უფლებები, ასევე მოუწოდეს ადგილობრივ ეკლესიებს ილოცონ მათ მხარდასაჭერად.

ტერნოპოლის მხარის სოფელ კატერინოვკიდან ღვთისმსახური სერგეი გლადუნი ჰყვებოდა, თუ როგორ სცემეს უმე-ს წარმომადგენლები სქიზმატიკოსებმა ტაძრის დარბევის დროს, როგორ შეურაცყოფას აყენებდნენ მათ და როგორ ძარცვავდნენ: «უპრეცენდენტო XXI საუკუნეში. – ჩვენ მართმადიდებლებს ვერ გვიტანენ, გვართმევენ ტაძრებს, კარებს გვილეწავენ და მიაქვთ ჩვენი სიწმინდეები».

მან აღნიშნა , რომ 2014 წლიდან დაახლოებით ასამდე შემთხვევას ჰქონდა ადგილი ტაძრის დარბევის, წართმევისა და უმე-ს მორწმუნეების ცემისა.

«ჩემს გვერდით დგანან უკრაინის 12 კუთხის წარმომადგენლები, და ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს ტკივილისა და მწუხარებისა,ასევე ყველა მათგანს თავის ისტორია აქვს მართმადიდებლობისათვის გაღებული მსხვერპლისა. ჩვენისთანები არიან – ათასობით», – თქვა მღვდელმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი აქტიურად უჭერდა მხარს ანტიეკლესიურ პოლიტიკას ,და უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ ის ვისაც მისცეს ხმა, დაიცავდა უმე-ს მორწმუნეების უფლებებს და არ ჩაიდენდა უკანონობას მართმადიდებლების მიმართ. «მაგრამ მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა», – დააკონკრეტა მამა სერგეიმ.

სხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დაზარალდნენ მეუ-ს დარბევების სერიის დროს, იმედი გამოთქვეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დაიცავს «კონსტიტუციურ უფლებას თითოეული უკრაინელისა და ბერძენისა, რუსისა თუ უნგრელისა», ელოდებიან, რომ «მისთვის არ იქნება სწორი და არასწორი უკრაინელი».

მორწმუნეებმა სახელმწიფო ლიდერს მიმართეს მოთხოვნით «შეწყდეს უკრაინის მოქალაქეებისა და მართმადიდებლების დისკრიმინაცია, გააუქმოს კანონი რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ეკლესიისათვის სახელის შეცვლას».

«პატივცემულო ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, თქვენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ, დააბრუნოთ უკრაინის კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა, დააუბრუნეთ მშვიდობა უკრაინაში, თქვენ შეგიძლიათ ანახოთ, რომ ადამიანის უფლებები ყველაფერზე უზენაესია», – ნათქვამია მიმართვაში.

უმე-ს დევნილი თემის წარმომადგენლებმა ასევე თხოვნით მიმართეს სხვადასხვა ენაზე ადგილობრივ ეკლესიებს ილოცონ მათ მხარდასაჭერად: რუმინულად, ბულგარულად, ბერძნულად, ქართულად, სერბულად.

«ასევე ჩვენ თხოვნით მივმართავთ ადგილობრივი მეზობელი ეკლესიების წარმომადგენლებს ილოცონ ჩვენს მხარდასაჭერად მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისაც არ უყვარს ახლობლები, ვინც იტაცებს ჩვენს ტაძრებს,  ხელით ეხება მორწმუნეებს, მღვდელმსახურებს და ჩვენს სიწმინდეებს!», – ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებს მოუწოდეს «არ დაუჭირონ მხარი უკრაინული სქიზმატიზმის რეალიზაციას».

«ჩვენ ვართ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია, საკუთარ სახლში. ეს ჩვენი ეკლესია და ჩვენი მიწაა», – შეგვახსენეს მართმადიდებელმა უკრაინელებმა და ამ სიტყვებით დაასრულეს მიმართვა «ქრისტე აღსდგა!» სხვადასხვა ენაზე.

ადრე მჟკ-მ დაწერა, რომ უმე-ს დევნილი თემის წარმომადგენლებმა შეკრებაზე მიმართეს რადას, პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ