უმე-ს „მღვდელი“: ლავრაზე ორჯერ მივიტანე იერიში, მესამედაც მივიტან
სერგეი ტკაჩუკმა, კიევის უმე-ს კლირიკოსმა, აღიარა, რომ ორჯერ მონაწილეობდა კიევო-პეჩორის ლავრაზე თავდასხმაში.
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „მღვდელმსახურმა“ სერგეი ტკაჩუკმა განაცხადა, რომ აპირებს კიევო-პეჩორის ლავრის შტურმს, ვინაიდან უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება. ამის შესახებ ტკაჩუკმა დაწერა ფეისბუქის ქსელის კომენტარებში რესურსის «Расколам.нет» ერთ-ერთი პუბლიკაციის ქვეშ.
„კიევის ლავრაზე ორჯერ მივიტანე იერიში, მესამედაც მივიტან! მონანიება კი მოუწევთ უკრაინის მტრებსა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტებს ანაფორებში“, - დაწერა ტკაჩუკმა პასუხად კონსტანტინე რუტკოვსკის წინადადებაზე, რომ სინანულით მიმართონ უნეტარეს ონოფრეს.
რუტკოვსკის შენიშვნაზე, რომ „ლავრა შტურმისთვის არ არის, იქ ხალხი ლოცულობს და ურთიერთობს“, ტკაჩუკმა მუქარით უპასუხა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ სერგეი ტკაჩუკი თავის ფეისბუქ ეკაუნტზე ნაცისტურ სიმბოლიკას უკეთებდა პოპულარიზაციას, მან აგრეთვე წარმოადგინა გუმბათის ჯვარი სამკბილათი.