მრავაფეროვნება ცოდვა არ არის: ფანარის იერარქი ლგბტ-ს წარმომადგენლების შესახებ
კრეტას არქიეპისკოპოსის აზრით, ჰომოსექსუალიზმი - „განსაკუთრებულობაა“, რომლის განსჯა არ შეიძლება, ვინაიდან მღვდლები ანგელოზები არ არიან.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქმა, კრეტას არქიეპისკოპოსმა ევგენიმ განაცხადა, რომ გენდერულ მრავალფეროვნებას ცოდვად არ მიიჩნევს.
სატელევიზიო პროგრამის Antithesis on Crete TV-ს დროს არქიეპისკოპოსმა ევგენიმ ჰომოსექსუალებზე საუბრის კონტექსტში თქვა, რომ „მრავალფეროვნება ცოდვა არ არის“.
აღნიშნა რა, რომ ჰომოსექსუალები საზოგადოებაში დისკრიმინაციას განიცდიან, არქიეპისკოპოსმა ევგენიმ განაცხადა: „მრავალფეროვნება (გენდერული და სექსუალური - რედ.) - ცოდვა არ არის“.
მან აღნიშნა, რომ „ჩვენ გვიყვარს ცოდვილი, მაგრამ ცოდვას არ ვიღებთ“, და რომ „არის ბევრი ჰომოსექსუალი, რომლებიც მოდიან ჩემთან აღსარებით და მე ვიცი მათი გულჩვილობის შესახებ, ვინაიდან მათ ეს თავისებურება აქვთ“.
ჰომოსექსუალიზმზე, როგორც განსაკუთრებულობაზე მსჯელობისას, კრეტას არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ „ჩვენ გვიყვარს მათი განსაკუთრებულობა“, ვინაიდან „ჩვენ, სულიერი მამები, ანგელოზები არ ვართ და არც მთავარანგელოზები“, „არ განვიკითხავთ და არ ვსჯით“ ჰომოსექსუალებს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, არქიეპისკოპოს ევგენის სიტყვებით, „ჩვენ ხელგაშლილები ვიღებთ ჰომოსექსუალებს“.