ფანარიონის იერარქი: ჩვენ ხელგაშლილები ვიღებთ გეებს
კრეტას არქიეპისკოპოსის აზრით, ჰომოსექსუალები საზოგადოებაში თავდასხმების ქვეშ არიან, ხოლო ის ანგელოზი არ არის, რომ განსაჯოს ისინი.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქმა, კრეტას არქიეპისკოპოსმა ევგენიმ განაცხადა, რომ „ჩვენ ხელგაშლილები ვიღებთ ჰომოსექსუალებს“.
სატელევიზიო პროგრამის «Antithesis» on Crete TV-ს დროს არქოეპისკოპოსმა ევგენიმ თქვა, რომ „ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით ჩვენ ვერარანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ“ და „ხელგაშლილები ვიღებთ ამ ხალხს“, იმიტომ რომ „ისინი ჩვენი ძმები და დები არიან, რომლებსაც უბრალოდ სხვა სექსუალური ორიენტაცია აქვთ, სხვა არაფერი“. „არ ვარ ღირსი, რომ რომელიმე მათგანი განვსაჯო. ქრისტემ გვითხრა, ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. ამიტომ, ის, ვისაც რაიმე საწინააღმდეგო აქვს ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სიყვარულს, არ ფიქრობენ, რატომ გახდნენ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, მათ ბავშვობაზე ან ტრავმებზე...“ - განაცხადა ფანარიონის იერარქმა.
მისი აზრით, ჰომოსექსუალები საზოგადოებაში თავდასხმების ქვეშ არიან, „მაგრამ ჩვენ ვეხმარებით ამ ხალხს, ვეუბნებით, რომ ის, რასაც მათ მიმართ სჩადიან, გამოწვეულია ამ ადამიანების სულიერი სისუსტით და სხვა არაფრით“.
ჩვენ არ განვიკითხავთ და არ ვსჯით მათ. თუ უფსკრულის პირას დავინახავთ, ხელს არ ვკრავთ. ისინი ჩვენს სიყვარულს საჭიროებენ. <...> ვინც დილემების ან ცრუ დილემების საშუალებით ჩვენ გაყოფას ცდილობს, არც ისე სასარგებლო საქმეს აკეთებენ“, - თვლის კრეტას არქიეპისკოპოსი.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა ბართლომემ ბერძენი გეი-პოლიტიკოსისთვის აუდიენცია ჩაატარა.